x
image
დოზა26
ფრანგი განგსტერი, რომელიც ციხიდან ვერტმფრენით გაიქცა, დაკავებულია

image
მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ფრან­გი წარ­მო­შო­ბის განგსტე­რი რე­დუ­ან ფა­ი­დი, რო­მე­ლიც სამი თვის წინ პა­რიზ­თან ახ­ლოს მდე­ბა­რე ცი­ხი­დან ვერ­ტმფრე­ნით გა­იქ­ცა, და­ა­კა­ვეს. მას საფ­რან­გე­თის დე­და­ქა­ლა­ქის მიმ­დე­ბა­რედ, ქა­ლაქ კრე­ი­ში მი­აგ­ნეს... საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ამ ასე­ვე და­ა­კა­ვა განგსტე­რის ძმა და კი­დევ ორი ადა­მი­ა­ნი, რომ­ლე­ბიც მას ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვა­ში და­ეხ­მარ­ნენ. 1972 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი რე­დუ­ან ფა­ი­დი სას­ჯელს 2010 წელს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძარ­ცვის­თვის იხ­დი­და. უფრო ადრე კი, 2001 წელს ის კი­დევ ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძარ­ცვის­თვის იყო და­კა­ვე­ბუ­ლი და 30 წელი ჰქონ­და მის­ჯი­ლი. ათწ­ლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის შემ­დეგ წი­ნას­წა­რი პი­რო­ბით გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს, თუმ­ცა ერთ წე­ლი­წად­ში მან პი­რო­ბა და­არ­ღვია და ისევ პა­ტიმ­რო­ბა­ში დაბ­რუნ­და. გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გარ­და ცნო­ბი­ლია მისი ცი­ხი­დან გაქ­ცე­ვის უკი­დუ­რე­სად რის­კი­ა­ნი ეპი­ზო­დე­ბი. 2013 წელს ფა­ი­დი ჩრდი­ლო­ეთ საფ­რან­გე­თის ერთ-ერთ ცი­ხე­ში მი­იყ­ვა­ნეს, სა­ი­და­ნაც სულ რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში ოთხი მცვე­ლი მძევ­ლად აიყ­ვა­ნა, ცო­ცხალ ფა­რად გა­მო­ი­ყე­ნა, რამ­დე­ნი­მე კარი დი­ნა­მი­ტე­ბით აა­ფეთ­ქა და იქა­უ­რო­ბა და­ტო­ვა... თუმ­ცა განგსტე­რი იმა­ვე წელს და­ა­კა­ვეს. რო­გორც გა­ირ­კვა, გარ­და შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძარ­ცვე­ბი­სა, ის წე­რის­თვი­საც იც­ლი­და. 2009 წელს ფა­იდ­მა და­წე­რა ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი წიგ­ნი, სა­დაც ზედ­მი­წევ­ნით აქვს აღ­წე­რი­ლი პა­რი­ზის გა­რე­უბ­ნი­სა და მისი კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში ჩაბ­მის დე­ტა­ლე­ბი. წიგნ­მა მისი პო­პუ­ლა­რო­ბა ერთი-ორად გა­ზარ­და. საფ­რან­გე­თის პო­ლი­ცი­ამ მას ზედ­მეტ­სა­ხე­ლიც შე­ურ­ჩია და "მწე­რა­ლი" და­არ­ქვა.image
image

0
34
1-ს მოსწონს
ავტორი:დოზა26
დოზა26
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0