კულტურა ჩვენი პლანეტის დაკარგული ქალაქები 2013, 20 ოქტომბერი, 15:08 რამდენი დაკარგული ქალაქი არსებობს მთელ მსოფლიოში ზუსტად არავინ იცის. მაგრამ ის რაც არქეოლოგებს აქვთ აღმოჩენილი უდაოდ დიდ ინტერესს იწვევს, როგორც სპეციალისტების ასევე ჩვეულებრივ უჩვეულო მოვლენათა მოყვარულებს შორის.
1. პეტრა, იორდანია. ძველი ქალაქი-პეტრა მნიშვნელოვან სავაჭრო გზაჯვარედინზე მდებარეობდა, რამაც მას დიდი სიმდიდრე მოუტანა. მცხოვრებლებმა ეტაპობრივად დატოვეს ქალაქი და იგი არაბეთის უდაბნოს ქვიშამ შთანთქა. დღეს შეიძლება მხოლოდ ბრწყინვალედ შენარჩუნებული შენობის დიდებულება დავინახოთ. 2. პერსეპოლი, ირანი. დიდებული ქალაქის–პერსოპოლის დამაარსებელი იყო სპარსეთის მეფე–კიროს დიდი. იგი დაარსდა დაახლოებით ჩვ. წ. აღ-მდე 560 წელს. ეს ქალაქი წლიდან წლამდე ხელიდან ხელში გადადიოდა. არაბების მიერ პერსოპოლის დაპყრობის შემდეგ ქალაქი რუინებად იქცა. მის ყველაზე ცნობილ ქანდაკებად აპადანას სასახლე ითვლება. 3. ეფესი, თურქეთი. ზუსტად ამ ქალაქში, ჩვ. წ. აღ-მდე VI საუკუნეში აგებული იქნა ლეგენდარული არტემიდეს ტაძარი, რომელიც მსოფლიოს შვიდი საოცრების ერთ-ერთი მათგანია. ქალაქი ყვაოდა მანამ სანამდე ზღვა იყო ახლოს. როდესაც იგი დაშორდა ქალაქის კედლებს, ვაჭრობა ნელ-ნელა შეწყდა და მასთან ერთად გაქრა ეს დიდებული ქალაქიც და იგი ნანგრევებად იქცა. 4. კართაგენი, ტუნისი. კართაგენი, რომელიც შეიქმნა ჩვ. წ. აღ-მდე 146 წელს, სხვადასხვა სახელმწიფოების დედაქალაქად ითვლებოდა. პირველად იგი ფინიკიის სახელმწიფო გახლდათ. რომაელებმა იგი სრულად გაანადგურეს, მაგრამ თვითონვე მალე აღადგინეს. რომის დაცემის შემდეგ კართაგენი ვანდალების სამეფოს დედაქალაქად იქცა. საბოლოოდ იგი განადგურდა VII საუკუნეში, როდესაც ამჯერად ის არაბებმა დაანგრიეს. ჩვენს დრომდე მაინც მოაღწია მისმა ნანგრევებმა. 5. ჩიჩენ-იცა, მექსიკა. ჩიჩენ-იცა მაიას ცივილიზაციის ყველაზე დიდ ქალაქად ითვლება. იგი დაარსდა დაახლოებით ჩვ. წ. აღ-მდე VII საუკუნეში. 1194 წელს კი მცხოვრებლებმა იგი აუხსნელი მიზეზებით დატოვეს. ესპანელმა დამპყრობლებმა მაიას ტომების უამრავი მანუსკრიპტი გაანადგურეს, ამიტომ არქეოლოგებს უჭირთ ახსნან ამ დიდი ქალაქის დაცემის მიზეზი. დღევანდელ დღეს ბევრ ტურისტს იზიდავს ჩიჩენ-იცას პირამიდები და ტაძრები. 6. ვიჯაიანაგარი, ინდოეთი. ოდესღაც ვიჯაიანაგარი უძლეველი იმპერიის დედაქალაქი გახლდათ, რომელიც მთელი ინდოეთის სამხრეთ კონტინენტს მოიცავდა. დღეს დიდებული ნანგრევების გარდა ინდუსთა მოქმედი ტაძრები მდებარეობს, მათ შორის ვიჯაიანაგარზე ძველი ტაძრები. 7. ქტესიფონი, ერაყი. II-VII საუკუნეებში ქტესიფონი პართიული სამეფოს დედაქალაქი იყო, შემდეგ კი სასანიდების. ჩვენს დრომდე მოღწეული ქტესიფონის აგურის შენობები დღესაც იპყრობს ჩვენს წარმოდგენას თავისი ზომებითა და დიდებულებით. 8. პომპეი და ჰერკულანუმი, იტალია. ეს ორი ქალაქი პრაქტიკულად ვულკანის ამოფრქვევას შეეწირა. ქალაქები ყველაზე ცნობილია გამქრალ ქალაქებს შორის. როდესაც დაიწყო ვეზუვის კატასტროფული ამოფრქვევა პომპეის მცხოვრებლები წამიერად დაიღუპნენ, ქალაქი კი მთლიანად ვულკანის გავარვარებულმა ლავამ და ფერფლმა დაფარა. ჰერკულანუმის მცხოვრებლებს უფრო გაუმართლათ. მრავალი მათგანმა ქალაქის დატოვება მოასწრო მანამდე სანამ მას ფერფლი დაფარავდა. 9. ანგკორი, კამბოჯა. ანგკორი კხმერის იმპერიის დედაქალაქი იყო კამბოჯაში IX-XV საუკუნეებში. დღეს იგი მსოფლიოს ყველაზე გრანდიოზული და ისტორიული ღირშესანიშნაობაა. ტაძარი 400 კვ. კმ-ს მოიცავს. მისი ინდუისტური ტაძრები მთლიანად იპყრობს ადამიანის წარმოდგენას. 10 მაჩუ-პიკჩუ, პერუ. ძველმა ქალაქმა მაჩუ-პიკჩუმ 2007 წელს მსოფლიოს ახალი საოცრების სახელწოდება მიიღო. ქალაქი დაახლოებით 1440 წელს დაარსდა და ყვაოდა, მის ყველა მცხოვრებთა საიდუმლოდ და მოულოდნელად გაქრობამდე 1532 წელს. ქალაქი გაურბოდა კონკისკადორების თავდასხმებს, მაგრამ ბილოს მათ მაინც დატოვეს იგი. 1008 6-ს მოსწონს
|