კულტურა მსოფლიოს შვიდი საოცრება 2013, 19 მარტი, 22:46 1. სემირამიდას დაკიდული ბაღები
“ დაკიდული ბაღები"_ თავისთავად წარმოადგენდნენ პირამიდას, რომელიც შედგებოდა ოთხი პლატფორმა_იარუსისაგან. მას იჭერდნენ 25 მეტრიანი სვეტები. ქვედა იარუსს არასწორი მართკუთხედის ფორმა ქონდა. მისი დიდი გვერდის ზომა 42 მეტრი იყო, ხოლო პატარა გვერდის 34 მეტრი. პირამიდა მარადმწვანე აყვავებულ გორას მოგაგონებდათ. ერთ-ერთი სვეტის დაბოლოებას გააჩნდა მილები, საიდანაც მდინარე ევფრატიდან წყალი მიედინებოდა ზედა იარუსზე მდებარე ბაღებისაკენ, შემდეგ კი პატარა ჩანჩქერებით ქვედა იარუსებისაკენ. 2. გიზის პირამიდა პირამიდის საწყისი სიმაღლე ჯერ 147 მეტრს შეადგენდა. იგი შედგება 2, 3 მილიონი კუბური ქვისაგან, რომლის წონა 2, 5 ტონაა. ქვები ერთმანეთს შეუდარებელი სიზუსტითაა მორგებული. ეს არის მონოლითური სტრუქტურა, გარდა სამარხი პალატისა და მასში შემავალი დერეფნებისა. მასში თითქმის არ არის შინაგანი სივრცე, გარდა ძალიან ვიწრო გამწოვი ვენტილიაციისა. 3. არტემიდეს ტაძარი ეფესში უზარმაზარი ნაგებობა განთავსებული იყო პლატფორმაზე, რომლის სიგრძე 131 მეტრი, ხოლო სიგანე 79 მეტრი იყო. განლაგებული 127, 20 მეტრიან სვეტზე. ესაზღვრებოდა ორმაგი რიგი და სვეტები ბარელიეფით იყო მოხატული. მარმარილოს სვეტები დაკავშირებული იყო რკინის ქინძისთავებით. ტაძარი შემკული იყო ქანდაკებებითა და სურათებით. 4. ალექსანდრიის შუქურა შუქურას გააჩნდა სამსართულიანი კოშკის სახე, რომლის სიმაღლე იყო 120 მეტრი. კოშკი თეთრი მარმარილოს ფილებით იყო აგებული. მესამე სართულზე, მრგვალ სვეტებიან კოშკში მუდმივად ენთო ცეცხლი, რომელიც ირეკლებოდა რთული სისტემის მქონე სარკეებში. შეშა ცეცხლისათვის სპირალური კიბით აქონდათ ზემოთ. კოშკში არსებობდა მრავალი გონებამახვილური ტექნიკური მოწყობილობები: ასტრონომიური ხელსაწყოები, ფლუგერები და საათები. 5. როდოსის კოლოსი 36 მეტრიანი ბრინჯაოს გიგანტური სკულპტურა, მაღალი და ახოვანი ახალგაზრდა ღმერთ-ჭაბუკის, მანათობელი გვირგვინით თავზე, იდგა თეთრი მარმარილოს კვარცხლბეკზე, სივრცეში მიმართული მზერით. ღმერთის ქანდაკება იდგა კუნძულ როდოსის შესასვლელში და მისი დანახვა მეზობელი კუნძულებიდანაც შეიძლებოდა. ძირითადად ის იყო თიხის, რომელსაც რკინის კარკასი ქონდა, ხოლო ზემოდან ბრინჯაოს ფურცლებით იყო მოპირკეთებული. ამ გრანდიოზულ მონუმენტს დაჭირდა 500 ტალანტი ბრინჯაო, და 300 ტალანტი რკინა ( იგივე 13-8 ტონა). 6. გალიკარნასის მავზოლეუმი ოსტატებმა გადაწყვიტეს მავზოლეუმის აშენება, როგორც დიდი სწორკუთხოვანი შენობისა, სიგანით 66 მეტრი და სიგრძით 77 მეტრი. მისი სიმაღლე დაახლოებით იყო 46 მეტრი. და იყოფოდა სამ ნაწილად. პირველი სართულზე მავსოლისა და არტემისის სამარხი იყო. შენობის ქვედა ნაწილში არსებობდა მარმარილოს ლომის და მხედრების სკულპტურები. მავზოლეუმი მთლიანად 15 სვეტზე იდგა. 7.ზევსის ქანდაკება დიდებული, მრავალსვეტებიანი ზევსის ტაძარი იყო აგებული ოლიმპოში თეთრი მარმარილოსგან. მისი სიგრძე 64 მეტრს აღწევდა, ხოლო სიგანე 28 მეტრს. 34 სვეტი არტყავდა გარშემო ტაძარს. ტაძრის სიღრმეში მდებარეობდა უზარმაზარი ზევსის ქანდაკება. ღმერთების მეფე ტახტზე იჯდა. ტანის ზედა ნაწილი შიშველი იყო, ხოლო ქვემო ნაჭილს უფარავდა ძვირფასი ქსოვილი. ერთ ხელში მას ნიკეს ქანდაკება ეჭირა, ხოლო მეორეში კი ხელკეტი. ღმერთ-არწივის გამოსახულებით. თავზე მას გვირგვინი ედგა, ზეთისხილის რტოებით მორთული. ტახტზე მჯდომი ზევსი თითქმის ეხებოდა თავით ტაძრის ჭერს, რომლის სიმაღლე იყო 17 მეტრი. ძვირფასი ოქროსი იყო მისი გვირგვინი, ტანსაცმელი, და ნიკეს გვირგვინი. თმები, ზევსის თავი და ნიკეს მთლიანი ფიგურა სპილოს ძვლისაგან იყო შექმნილი. და მისი გამოსახულება მნახველს შესძრავდა არა მარტო მისი სიძლიერით. 324 5-ს მოსწონს
|