კულტურა საქორწინო ბეჭდების ისტორია 2013, 11 თებერვალი, 18:47 დიდი ხნის წინ, მოხეტიალე ტომის წარმომადგენლები პატარძალს სურნელოვანი ჩალის ღერებით უკრავდნენ ფეხებს, რათა ის საქმროსგან არ გაქცეულიყო. მოგვიანებით არასაიმედო ჩალის ღერები ტყავმა შეცვალა, უფრო გვიან კი ქვამ. ძველ რომში შესაკვრელები რკინის იყო, მე-15 საუკუნეში ალმასის. მეთექვსმეტე საუკუნეში კი ორმაგი გახდა წარწერის დამატებით. თანამედროვე ცხოვრება უფრო გაიოლდა და ახლა ეს ოქროს ბეჭედმა შეცვალა.
1. ძველად ხალხი ბეჭდებს სხვადასხვა თითებზე ირგებდა, რასაც თავისი დატვირთვა გააჩნდა. ბეჭედი საჩვენებელ თითზე__ ნიშნავდა იუპიტერის მფარველობას. დიდ თითზე ბეჭდის გაკეთება კი ომის ღმერთის__მარსის მფარველობას ნიშნავდა. სიყვარულის ღმერთი__ვენერა, კი არათითზე ბეჭდის ტარებას გულისხმობდა. 2. საქორწინო ბეჭედთან კურიოზებიცაა დაკავშირებული. მაგალითად: ფრანგმა ფიზიკოსმა მერიმ 19-ე საუკუნეში გააკეთა სენსაციური აღმოჩენა __სისხლის შემცველობაში რკინის არსებობის. და მან თავისი იდეა ასე გამოხატა, რომ საკუთარი სისხლიდან აღებული რკინით გაკეთებული ბეჭედი ეჩუქებინა სატრფოსთავის. მან ვერ გაითვალისწინა შედეგები და სისხლნაკლებობით გარდაიცვალა. 3. ვილჰელმ კონრად რენტგენის მეუღლის ბეჭედი კი ისტორიაში შევიდა. მისი საქორწინო ბეჭედია გამოსახული პირველ რენტგენის ფირზე. რომელიც გაგზავნილი იყო 1895 წელს სამედიცინო-ფიზიკის საზოგადოებაში. 4.ყველაზე პატარა საქორწინო ბეჭედი იქნა გაკეთებული 1544 წელს, მარიამ სტიუარდისათვის, როდესაც ის ორი წლის იყო! 5.დიდ ბრიტანეთში აკრძალულია მედიცინის მუშაკებისათვის და მედდებისათვის ბეჭდის ტარება, რადგან ბეჭდის გარშემო ადგილი არ დეზინფიცირდება. და მისი მოხსნა რთულია ხოლმე. 6.ინგლისში, ბიოინჟინერიის ტექნიკის დახმარებით გაკეთდა ბეჭდები, რომლის მასალა აღებული იქნა ადამიანის ძვლებიდან. წყვილებს, რომელსაც სურთ მიიღონ ასეთი ბეჭდები, ნიმუშებს იღებენ ძვლის უჯრედებიდან, შემდეგ ამისათვის ამზადებენ სპეციალურ “პლატფორმების" ფორმის რგოლებს. 7. აშშ-ს უმეტეს შტატებში გაკოტრებული ბიზნესმენები კანონის მიხედვით ვალდებულნი არიან ყველა ფასეულობა გაყიდონ, რათა გადაიხადონ ვალები, გარდა__საქორწინო ბეჭედისა, თუ კი რა თქმა უნდა ის გააჩნიათ. 280 3-ს მოსწონს 1-ს არა
|