Facebook -ის ყოფილი თანამშრომლები გვიამბობენ, როგორ დატოვეს სამსახური გაუსაძლისი პირობების გამო
კომპანია Facebook-ის ინჟინრები, პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერები, აგრეთვე ყოფილი ანონიმი თანამშრომლები აღწერენ კომპანიაში არსებულ რთულ სამუშაო პირობებს და გვიამბობენ, თუ რამ აიძულათ დაეტოვებინათ კომპანია.
1. დროის უკმარისობა.
მორიგეობის დროს ინჟინრებს წამითაც კი არა აქვთ მოდუნების უფლება, გამოსასვლელ დღეებშიც კი. "მე არა მაქვს უფლება ქალაქგარეთ გავიდე შაბათ-კვირას და ტელეფონთან უნდა ვიჯდე 24 საათი დღე-ღამეში მთელი კვირის განმავლობაში"- ჩივის კომპანიის ინჟინერი.
2.საზღვრების სრული არქონა.
"ბევრ კომპანიაში არსებობს ზღვარი ადამიანის პიროვნებასა და მის პროფესიონალიზმს შორის, მაგრამ იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია მოუწოდებს თანამშრომლებს იყვნენ თვითმყოფადები, ბევრი თანამშრომლის პროფესიონალიზმი შეუმჩნეველი რჩება."-ყვება სოციალური ქსელის თანამშრომელი.

3. ძალიან ბევრი თანამშრომელი.
"კომპანიის თანამშრომლებს უჭირთ გუნდური მუშაობა ჯგუფში, სადაც არც მეტი, არც ნაკლები 4000 თანამშრომელია"-ამბობს Facebook -ის ანონიმი მოსამსახურე.

4.Facebook -ის თანამშრომლის ცოლის განცხადებით, მისი ქმარი გამუდმებით იღებს საყვედურებს ახლობლებისა და ნათესავებისაგან. მათ არ ესმით, რომ ყველაზე ცნობილ კომპანიაში მუშაობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა კითხვაზე გაქვს პასუხი.

5."ნუ ააგებთ ოცნების კოშკებს"
აქ მომუშავეს მუდამ უნდა ახსოვდეს, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ უბრალო მომუშავეა და მხოლოდ სხვისი ოცნებების ფრთაშესხმას ახორციელებს, ხოლო საკუთარი გვერდზე უნდა გადადოს.

6.ყველაზე ცუდი გამოცდილება ცხოვრებაში.
"მე დროებით შევცვალე დეკრეტულ შვებულებაში მყოფი თანამშრომელი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მცირე ხანი მომიწია აქ მუშაობამ, მე დავრწმუნდი, რომ აქ იყვნენ ყველაზე ცუდი ხელმძღვანელები, ვინც კი მენახა აქამდე. კომპანიაში ახალმისული ვიყავი და არავინ მოიძებნა, რომ აეხსნა, თუ რა მევალებოდა მე იქ."-აცხადებს ყოფილი თანამშრომელი.
7.შეურაცხმყოფელი დავალებები.
ერთ-ერთი ანონიმი თანამშრომელი ყვება:"გუნდი მე ისე მექცეოდა, როგორც უსარგებლოს, მოთმინება მაშინ გადამეწურა, როცა მთხოვეს დირექტორის ტანსაცმელი წამეგო სამრეცხაოში, ხოლო მანამდე გამეცალკავებინა მისი ნივთები ცოლის საცვლებისაგან".

8.Facebook -ის ანონიმი ყოფილი თანამშრომელი ყვება, რომ მარკ ცუკენბერგი და მთავარი საოპერაციო დირექტორი შერილ სენდბერგი ძალიან ბევრ დროს ხარჯავენ აბსოლუტურად უსარგებლო ღონისძიებებზე.

9.Facebook ჩაციკლულია Google-ზე.
"Facebook ზედმეტად გადაჭარბებულად უთვალთვალებს Google-ის, იმის მაგივრად, რომ თავისი მისია შეასრულოს"-ამბობს ყოფილი თანამშრომელი.

10.საშინელი პირობები ოფისში.
"ოფისში უზარმაზარი სივრცეა, სადაც მაგიდები მიჯრით დგას ერთმენთთან, ტანამშრომლები ლამის ზურგებით მიყრდნობილი სხედან სამუშაო მაგიდებთან. ზედმეტი ერთი სანტიმეტრიც კი არაა, რომ შემობრუნება შეძლო"-ამბობს ყოფილი ინჟინერი.

11. არასასიამოვნო კოლექტივი.
ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომლის სიტყვით, კომპანიაში მეტად არამეგობრული კოლექტივია."მე მათში ვხედავ საკუთარ თავში ჩაკეტილ სნობებს"-ამბობს ის.
