x
მეტი
  • 06.07.2024
  • სტატია:135806
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510197
ოჯახი,როგორც პატარა ეკლესია.
image21_ე საუკუნეაო, თანამედროვეობაო, ევროპელობაო აი რამ
მოიცვა ჩვენი ქვეყანა და აი რას ბრალდება ხოლმე
დღევანდელ საქართველოში ოჯახის უპასუხისმგებლოდ შექმნა და შემდგომში მისი დანგრევა.
ოჯახის შექმნით მამაკაცი და ქალი ქმნიან მცირე ეკლესიას, რომელიც
დაფუძნებული უნდა იყოს, უპირველესად, უფლისადმი
და შემდგომ ერთმანეთისადმი სიყვარულზე. ოჯახის თავი კი მამაკაცი უნდა იყოს და არა ქალი, რაც
დღევანდელ რეალობაში ცოტა გაუცხოვდა. მამაკაცის უფროსობა არ ნიშნავს უთანასწორობას, რადგან
ამ შემთხვევაში კაცი ისევე უფროსია ოჯახის, როგორც ქრისტე ეკლესიის და მას ემორჩლება
ყოველი.ასევე უნდა ემორჩილებოდეს ცოლი ქმარს:ქმართა გიყუარდედ ცოლნი თჳსნი,
ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს, ესრეთ ჯერ-არს ქმართაჲ
ცოლთა თჳსთა სიყუარული, ვითარცა ჴორცთა თჳსთაჲ, რამეთუ რომელსა უყუარდეს ცოლი თჳსი,
თავი თჳსი უყუარს. ცოლნი თჳსთა ქმართა დაემორჩილენით, ვითარცა უფალსა გარნა თქუენცა
კაცად-კაცადმან თჳსი ცოლი ეგრეთ შეიყუარეთ, ვითარცა თავი თჳსი; ხოლო ცოლსა მას რაჲთა
ეშინოდის ქმრისა. ( ეფეს 5: 24, 25, 28, 22, 33). სამწუხაროდ ადამიანის შეგნება ჩვენს რეალობაში ვერ ჩაწვდომია ამ სიტყვებს
და ოჯახების უმრავლესობაში დავა მიდის უფროსობაზე.ქალებმა ზედმეტი პასუხისმგებლობა
აიღეს საკუთარ თავზე, დაივიწყეს დათმობა, მორჩილება, თავიანთი შეგნებით თითქოს მამაკაცს
გაუტოლდნენ ან გადაუსწრეს და ამით ხელი შეუწყვეს ოჯახის ნგრევას.

image

ოჯახური თანაცხოვრება
ჯვრისწერით იწყება და ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი წყვილისთვის გვირგვინის დადგმა
და ამ დროს წარმოთქმული სიტყვებია:„ჯვარს იწერს მონა ღვთისა... მხევალსა ღვთისაზე... (ჯვარს იწერს მხევალი ღვთისა...
მონასა ღვთისაზე) სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა“. მას მოსდევს მათი საერთო დალოცვა, როდესაც სამჯერ წარმოითქმება: „უფალო ღმერთო ჩუენო, დასწერე ჯვარი დიდებითა და პატივითა“. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი
წუთებია ადამიანის ცხოვრებაში და უფლის წინაშე მიცემული ფიცის დარღვევა ყველაზე დიდი
ცოდვაა.

image



ეკლესია მხოლოდ გამონაკლის შემთხვევაში იძლევა თანხმობას - დაირღვეს
ქორწინება.ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუ
ქალი ან კაცი მრუშობს
ქორწინების პერიოდში, ასეთ შემთხვევაში მათ მეორედ ქორწინების უფლება ეძლევათ და მეორედ ქორწინების ცოდვის მიტევების გამოთხოვა ლოცვებით
ხდება.


ასე რომ ყველაზე მთავარია ვიფიქროთ წინასწარ ამ ყველაფერზე, რამდენად
ვართ მზად ამ პასუხისმგებლობისთვის, რამდენად მყარია სიყვარული ჩვენში, უფლის და კონკრეტული
ადამიანის მიმართ.მამაკაცებმა ზუსტად იცოდნენ მათი დანიშნულება ოჯახური თანაცხოვრების
დროს, ქალებმა კი იცოდნენ მორჩილება . დარწმუნებული უნდა იყოს ორივე მხარე, რომ მათი
სურვილი ოჯახის შექმნის არ მომდინარეობს ვნებისგან, რადგან ვნება მალევე ქრება და იქ
თუ არ რჩება გრძნობა, რთულია უფლის წინასე დადებული ფიცის აღსრულება.


11
221
13-ს მოსწონს
ავტორი:ნანა სვანაძე
ნანა სვანაძე
Mediator image
221
  
2013, 19 ოქტომბერი, 23:00
ამინ. :*
2013, 19 ოქტომბერი, 22:10
შეგეწიოს უფალი,დიდი მადლობა
2013, 19 ოქტომბერი, 22:10
ჩემო თბილო,მიხარია ამ საიტმა ესეთი ადამიანები რომ გამაცნო...გაგაძლიეროთ უფალმა...
2013, 19 ოქტომბერი, 21:40
ღმერთი მოწყალეა ხომ იცი, თანაც როცა დაინახავს თავისკენ მავალ მგზავრს, მით უმეტეს... ;)
2013, 19 ოქტომბერი, 21:23
აუცილებლად იქნები ბედნიერი შენ ისეთი კეთილშობილი ადამიანი ხარ ))))
2013, 19 ოქტომბერი, 20:09
დიდი მადლობა ჩემო კეთილო ადამიანო...
2013, 19 ოქტომბერი, 20:06
ღმერთმა გამოგაცდევინოს ეს უდიდესი ბედნიერება :*
2013, 19 ოქტომბერი, 20:04
გაიხარე , მე გავიგე რისი თქმაც გინდოდა და პატივს ვცემ სენს აზრს,ჩემზე მეტი გამოცდილებაც გაქვს და უფლება არ მაქვს...
2013, 19 ოქტომბერი, 20:01
სრული ჭეშმარიტებაა ნანა აქ რაც შენ დაწერე, უდიდესი ბედნიერებაა შვიდიდან ერთ-ერთი საღვთო სასწაული "ჯვრისწერა", რომლის დროსაც ქალს მხოლოდ ერთხელ ეძლევა უფლება საკურთხეველზე ასვლისა და მე ეს უდიდესი ბედნიერება განვიცადე, რასაც ყველა ქალს ვუსურვებ. მაგრამ მეორეა ის, რომ მორჩილება ქალსაც და მამაკაცსაც თანამედროვე თვალსაზრისით არ ესმის რა არის, დღეს მამაკაცის მდგომარეობიდან გამომდინარე ბევრი ქალი ვალდებულია იმუშაოს და ოჯახი არჩინოს, როცა ღვთის სიტყვებიდან გამომდინარე ქალმა ოჯახში, ქმარ-შვილს უნდა დაუთმოს დრო... აღარ მინდა გავაგრძელო, რადგან ძალიან დიდი და საკამათო თემაა, დღეს ცოტას თუ წავაწყდებით ჭეშმარიტ და მართლმადიდებლურ ოჯახებს, თუმცა ბერსა და მონაზონზე დიდი ღვაწლია იცხოვრო ერში ცოლ-ქმრული ცხოვრებით და მცნებების დაცვით. იმდენი ვილაპარაკე, არ ვიცი ზუსტად გადმოვეცი თუ არა ის რისი თქმაც მინდოდა. სტატია კარგია.
2013, 19 ოქტომბერი, 19:56
მადლობა
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10