x
image
ლარგო ვინჩი
რა უნდა ვიცოდეთ სუნამოს შესახებ
image

სუნამოს შეძენისას რამდენიმე ფლაკონს ზედიზედ ნუ დაყნოსავთ, სასურველ სურნელს ასე ვერ განსაზღვრავთ.

როცა სხეულზე ან ტანსაცმელზე სუნამოს მიიპკურებთ, ნუ შეეცდებით მყისვე გამოიტანოთ დასკვნა, მოგწონთ თუ არა მისი არომატი. ამისთვის საჭიროა 15 წუთი მაინც დაიცადოთ.

ყველაზე მძაფრად სუნამოს არომატი გაზაფხულზე და ზაფხულში იგრძნობა. შემოდგომაზე და ზამთარში ჩვენი ყნოსვა შესუსტებულია. წლის ამ დროს შეიძლება სუნამო უფრო აქტიურად გამოიყენოთ ხოლმე.


სუნამოს, ჩვეულებრივ, ყურის ბიბილოებს უკან და ნიკაპქვეშ ისვამენ.

თუ წვიმს, სასურველია მძაფრი სუნამო მიიპკუროთ.

image გახსოვდეს! ღია ფერის ქსოვილზე სუნამო ლაქას ტოვებს ხოლმე. უმჯობესია ტანსაცმლის კარადაში სუნამოთი გაჟღენთილი დოლბანდი ჩამოკიდოთ- სურნელს ტანსაცმელი აუცილებლად გადაიღებს.

სუნამოსა და ოდეკალონების ლაქა აბრეშუმის ქსოვილიდან ადვილად ამოჰყავს გლიცერინს. ნატურალური აბრეშუმი და სინთეზური ქსოვილები ( კაპრონი, ნეილონი ) სუნამოს სურნელს ვერ აკავებენ, ამიტომ აბრეშუმის ქსოვილზე მთელი ფლაკონიც რომ დაისხათ, შრომა და ფული წყალში ჩაგიცვივათ. აბრეშუმს სუნამო არ უყვარს.image

2
476
12-ს მოსწონს
ავტორი:ლარგო ვინჩი
ლარგო ვინჩი
476
  
2013, 19 ოქტომბერი, 22:08
მადლობა ბედნიერება :D
2013, 19 ოქტომბერი, 19:58
კარგი რჩევებია ნამდვილად.
0 1 2