სხვა პლასტმასი ფილტვში 2013, 22 მაისი, 22:51 ჩრდილოეთ კაროლინაში მცხოვრები 50 წლის ჯონ მენდი ბოლო ორი წლის მანძილზე საშინელი ხველებით იტანჯებოდა და ვერანაირმა წამალმა მისი განკურნება ვერ შეძლო. ბოლოს ექიმები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ პაციენტს შესაძლოა რაიმე საგანი ჰქონოდა ფილტვში, რომელიც უბრალოდ არ ჩანდა და მთლიანად ფილტვის ამოკვეთა იყო სჭირო, რაზეც მენდმა უარი განაცხადა. მოგვიანებით ჯონ მენდის მდგომარეობით ექიმი მომენ ჰაიკიდი დაინტერესდა. მისი გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ ჯონს ფილტვში პლასტმასის საგანი ჰქონდა, მაგრამ ამის გამო სულაც არ იყო საჭირო ფილტვის მთლიანად ამოკვეთა. პაციენტის ვარაუდით, მას პლასტმასის საგანი ორი წლის წინ რესტორანში გაზიანი სასმელის დალევისას გადაეყლაპა. ქირურგიული ჩარევის შედეგად მენდის ეს საგანი ამოუღეს. ექიმები ნანახით შოკში იყვნენ. ამჟამად ჯონ მენდი თავს კარგად გრძნობს და აღარც ახველებს. 219 19-ს მოსწონს
|