x
image
ლარგო ვინჩი
ერთი წლის ბავშვი "ორსულობისგან" გათავისუფლდა

imageერთი წლის ტაინი კენგმა“რომელიც მუცლით საკუთარ ტყუპისცალ ძმას ატარებდა, ოპერაცია კარგად გადაიტანა. ჩინელი გოგონა მხოლოდ სამი დღის იყო როდესაც მშობლებმა მასზე უარი თქვეს.იგი აღმოსავლეთ ჩინეთში მცხოვრებმა უშვილო ცოლ-ქმარმა უანგ და კუგას ქსინგებმა იშვილეს.

შვილად აყვანიდან ერთ თვეში წყვილმა შენიშნა, რომ ბავშვს მუცელი სწრაფად ეზრდებოდა .ახლბედა მშობლებს ეგონათ, რომ პატარას სიმსივნე ჰქონდა და იგი ექიმთან მიიყვანეს. აღმოჩნდა, რომ გოგონას მუცელში ტყუპისცალი ძმა ეზრდებოდა და სასწრაფოდ ესაჭიროებოდა ოპერაცია.

ბავშვის მშობლებს ოპერაციის ფული არ ჰქონდათ და დახმარებისთვის მთავრობას მიმართეს.ღარიბ ოჯახს მალე დაეხმარნენ და 21 სექტემბერს ტაინი კენგს ოპერაცია გაუკეთეს, რომელიც თითქმის 10 საათს გაგრძელდა.ექიმების განცხადებით, ბავშვს საავადმყოფოდან ოქტომბრის ბოლოს სრულიად ჯამრთელს გაწერენ.

4
141
22-ს მოსწონს
ავტორი:ლარგო ვინჩი
ლარგო ვინჩი
141
  
2013, 29 მარტი, 14:24
რა არ ხდება
2013, 23 მარტი, 13:13
რას არ გაიგებ,კარგია რომ კარგადაა:)
2013, 17 მარტი, 12:17
შეიძლება ასეც ითქვს...
2013, 17 მარტი, 12:12
რა უბედურებააააა
0 1 4