სასარგებლო პროდუქტები რა უნდა ვიცოდეთ ყავისა და ჩაის შესახებ 2013, 19 ოქტომბერი, 12:42 ნატურალური ყავის დიდებული, განუმეორებელი არომატი უფრო ინტენსიური გახდება, თუ მარცვლებს ერთი საათით ცივ წყალში მოათავსებთ, მერე კი ღუმელში გამოაშრობთ.
ყავის მარცვლები უნდა მოიხალოს იმდენი, რომ ერთი კვირა გეყოთ. იგი უნდა მოიხალოს ნელ ცეცხლზე. დაფქვა რეკომენდირებულია მოხარშვის წინ.
თუ ყავის მარცვლების სიახლეში ეჭვი გეპარებათ, ისინი მსუბუქად მოხალეთ და მაშინვე შეუდექით ამ მაცოცხლებელი სასმისის მოდუღებას. დაიმახსოვრეთ: ყავა არ უნდა აგიდუღდეთ, მხოლოდ
დუღილის ტემპერატურამდე უნდა მიიყვანოთ. ადუღებული ყავა კარგავს გემოსაც და არომატსაც, ქრება ქაფი, იკარგება სასარგებლო თვისებათა დიდი ნაწილი. ადუღების პირას მისულ ყავას ჩაამატეთ ერთი ჩაის კოვზი ცივი წყალი და ისევ შეაცხელეთ. საბოლოო მოხარშვის წინ აუცილებლად დაუმატეთ ცოტაოდენი მარილი, რომელიც სასმელს პიკანტურ გემოს აძლევს და ყავის არომატსაც აძლიერებს. ყავა დაფქვამდე, მარილ მოყრილ ტაფაზე მოხალეთ. ჩაის ნაყენის დასამზადებლად გამოიყენეთ მდუღარე წყალი. გადადუღებული წყალი ნაყენისთვის გამოუსადეგარია, ელექტრომადუღარით ადუღებული წყალი გამოიყენოთ. სასარგებლო ჩაი 2-3 წუთში მზადდება. ჩაი რომ სურნელოვანი და მაგარი გამოვიდეს, საჩაიეში წინასწარ ჩაყარეთ ერთი მწკრივი შაქარი, შემდეგ ჩაყარეთ ჩაი და მდუღარე წყალი დაასხით. 273 12-ს მოსწონს
|