სხვა რა სურთ ქალებს? 2013, 17 ოქტომბერი, 12:53 იმისთვის რომ უფრო სასიამოვნოდ წასაკითხი გახდეს თქვენთვის ამ სასიამოვნო მელოდიის თანხლებით წიკითხეთ და არაფრით მის გარეშე... ხშირად გვსმენია მამაკაცების წუწუნი იმაზე, ვერ გაიგებ რა უნდათ ქალებსო.დარმუნებული ვარ ამ სიტყვების მთქმელ მამაკაცებს, არც კი უფიქრიათ იმაზე რა სურდათ პარტნიორ მანდილოსნებს, თორემ ესეთ გაურკვევლობაში არ აღმოჩნდებოდნენ. ეს უბრალო სიტყვებია, რომელსაც გადასცემენ ერთმანეთს და იმეორებენ და იმეორებენ. სურვილი ქალის კი ყველაზე მოკრძალებული და უბრალოა–ყურადღება, სითბო და სიყვარული. ყვავილები უხსოვარი დროიდან სიყვარულის სიმბოლოდ ითვლება. მისი ჩუქება ქალისთვის ძვირად ფასობს, მაგრამ იშვიათად თუ ბრუნდებიან შეხვედრებიდან გოგოები შინ თაიგულით, იშვიათად თუ ჩუქნიან ქმრები მეუღლეებს სხვადასხვა დღესასწაულზე ლამაზ თაიგულებს და ა.შ....არარის აუცილებელი თქვენი ცოლი საავადმყოფოში დაწვეს, რომ ყვავილებიმიუტანოთ. რატომ არ შეიძლება გააკეთოთ ეს რამდენჯერმე? იქნებ სცადო და მიხვდები თუ რა სურს ქალს, რა ახარებს და აბედნიერეს, გამოიჩინე ეს ყველაზე მცირე ყურადღება საყვარელი ქალის მიმართ და შედეგსაც დაინახავ.ბროდვეიზე ყველაზე დაკავებული ადამიანი ჯორჯ კოჰეო დღეში ორჯერ ურეკავდა დედამისს და ეს გრძელდებოდა მის სიკვდილამდე. ის განა რაიმეს ახალს უყვებოდა ყოვენ დაარეკვაზე? არა, ასეთი უმნიშვნელო ყურადღების არსი იმაში მდგომარეობს, რომ ქალებს რომლებიც გიყვართ ახსენებთ, რომ თქვენ ფიქრობთ მათზე. ყველა საშუალო კაცს შეუძლია მრავალი წელი მშვიდად იცხოვროს, არ ახსოვდეს ბევრი ღირსშესანიშნავი თარიღი, მაგრამ რამოდენიმე მათგანი მაინც უნდა იცოდეს, მათ შორის: ცოლის დაბადების დღე და ჯვრისწერის თარიღი.ჩიკაგოს მოსამართლე ჯოზეფ საბატი, რომელმაც ორმოცი ათასი ცოლქმრული კონფლიქტი განიხილა და ორი ათასამდე წყვილი შეარიგა, ამბობს: "ოჯახური ბედნიერება ხშირად წვრილმანებიდან მომდინარეობს. სულ უბრალო ამბავი, როგორიცაა ქმრის სამსახურში წასვლისასცოლისადმი დამშვიდობება, იმ დროს, როცა ცოლი ხელს მომხიბვლელად უქნევს ქმარს, შეიძლება გაყრის თავიდან აცილების საშუალებაიყოს."რობერტ ბრაუნინგი, რომლის ოჯახური ცხოვრება შეიძლება მაგალითად გამოგვადგეს, ცოლსა და მას შორის არსებული სიყვარული, რომ შეენარჩუნებინა, უმნიშვნელო ყურადღებას ავლენდა მეუღლის მიმართ. იგი ისე მოფრთხილებით ექცეოდა ცოლს, რომ ამ უკანასკნელმა ერთხელ თავის დებს ასეთი წერილი მისწერა: "ხანდახან ჩემს თავს ვეკითხები, შემთხვევით ანგელოზი ხომ არ ვარო?" ედვარდ ვინსენტ მილეიმ ესეთი რამ დაწერა: "მე იმას კი არ ვწუხვარ, რომ სიყვარული ქრება. არამედ იმას, რომ იგი წვრილმანებზეიხარჯება." ამაში კი იმ სასამართლო პროცებს გულისხმობს, რომლებიც ცოლ-ქმრულ დავებზე იმართება, მათი მოსმენის შემდგომ ნამდვილად მიხვდება ადამიანი, რომ სიყვარული წვრილმანებზე იხარჯება. სიტყვები, რომელიც მუდამ უნდა გახსოვდეს :"ახლა მე უკვე სხვაგვარად უნდა მოვიქცე, თუ შემეძლება, რომ რაიმე კარგი გავუკეთო, ანდა გულთბილად მოვექცე ვინმეს, ეს ახლავე უნდა მოვიმოქმედო -დღესვე!" ამრიგად თუ გსურთ, რომ ბედნიერი ურთიერთობები გქონდეთ, გახსოვდეთ შემდეგი შეგონება: "იყავით ყურადღებიანი თქვენი პარტნიორის მიმართ". აი ესარის პასუხი კითხვაზე რა სურთ ქალებს !!! 106 14-ს მოსწონს
|