ალიასკასთან ძალიან ახლოს, მისგან სულ 19 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს არაჩვეულებრივი მყინვარი, რომლის სახელია მენდელჰოფი. მყინვარი იმითაა გამორჩეული, რომ მშვენიერი და წარმტაცია არამარტო გარეგნულად, არამეს მის შიგნითაც საოცარი სილამაზეა.მყინვარი გადაჭიმულია მთელი 19 კილომეტრის სიგრძეზე. იმის გამო, რომ მყინვარი ქალაქ ჯუნოსთან ახლოს მდებარეობს, ის პოპულარობით სარგებლობს არამარტო ადგილობრივ მოსახლეობაში, არამედ ტურისტებსა და მოგზაურებში.თუმცა ვერცერთი მოგზაური თუ მკვლევარი იმდენს ვერ გვიამბობს მყინვარის შესახებ, რამდენსაც ფოტოგრაფი კენტ მერიგი (Kent Mearig ). ეს ფოტოგრაფი უკვე 20 წელია დაკავებულია მენდელჰოფის მყინვარის შესწავლით და მისი სურათების გადაღებით.
გთავაზობთ კენტ მერიგის მიერ გადაღებულ ფოტოებს, რომლებიც მან გადაიღო მყინვარის შიგნით.