სხვა იდუმალებით მოცული ადამიანები 2013, 16 ოქტომბერი, 17:21 კაცობრიობის მთელი ისტორიის მანძილზე არსებობდნენ ადამიანები, რომელთა ვინაობა და პიროვნული მონაცემები ბურუსითაა მოცული. ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე მათგანი.
გრაფი სენ-ჟერმენი. გრაფი სენ–ჟერმენის წარმომავლობა, მისი სახელი და დაბადების თარიღი უცნობია. იგი გახლდათ დიპლომატი, მოგზაური, ალქიმიკოსი და ოკულისტი. ის ფლობდა თითქმის ყველა ევროპულ ენას, აგრეთვე არაბულს და ძველებრაულ ენებს. მას გააჩნდა ფართო განათლება ისტორიის და ქიმიის სფეროში. გრაფი ბრილიანტის ხარისხის გაუმჯობესებითა და ოქროს მიღების ალქიმიური წესით იყო დაკავებული. ის ასრულებდა დიპლომატიურ მისიას და სარგებლობდა ლუდოვიკო XV-ის დიდი ნდობით. ეს პიროვნება გრაფი სენ–ჟერმენის სახელით სარგებლობდა, თუმცა ზოგჯერ სხვა სახელით წარადგენდა ხოლმე თავის თავს. მის სახელთანაა დაკავშირებული ბევრი თქმულება და ლეგენდა, რომლის მეშვეობითაც იგი ყველაზე გამოუცნობ ფიგურად დარჩა XVIII საუკუნის საფრანგეთის ისტორიაში. ადამიანი რკინის ნაღაბით. ადამიანი რკინის ნიღაბით გარდაიცვალა 1703 წლის ნოემბერში. იგი ბასტილიის ციხის პატიმარი იყო, მეფე ლუდოვიკო XIV-ის მმართველობის პერიოდში. მისი ნამდვილი პიროვნული მონაცემები არ დადგენილა. მისი სახე არავის არ უნახავს, რომელიც მუდამ შავი ბარხატის ნიღბით იყო დაფარული. გამოგონილი ისტორიებით ამ ნიღაბს შემდეგ რკინის ნიღაბს უწოდებდნენ. პირველად მის შესახებ მითითება 1669 წელს გაჩნდა, როდესაც მეფის ქვეშევრდომმა პატიმარი ციხის უფროსს–პიგნეროლს გადასცა. წერილის მიხედვით მამაკაცს ესტარ დოგერი ერქვა. ციხის უფროსს უნდა მოემზადებინა კამერა, აღჭურვილი რამოდენიმე კარებით, რომ არავის არ შეძლებოდა გაეგო თუ რა ხდებოდა შიგნით. დატყვევებულს ეკრძალებოდა საუბარი რაიმეზე, თუ ის მის არსებით მოთხოვნილებებს არ ეხებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში მას სიკვდილით დასჯიდნენ. ციხის უფროსი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელიც მას ხედავდა და საჭმელი მიჰქონდა მასთან. როდესაც იგი გარდაიცვალა, მისი ყველა ნივთი გაანადგურეს. დღემდე არავინ არ იცის ზუსტად, თუ ვინ იყო ის. 116 5-ს მოსწონს
|