სხვა ათი დიდებული ქალბატონი, რომლებმაც შეცვალეს მსოფლიო 2013, 18 მარტი, 22:03 ამ ქალბატონების სახელი ყველასათვის ცნობილია. მათზე ლეგენდები დადის, მათ შესახებ წიგნები იწერება, იღებენ ფილმებს. მათი სულიერი ძალა, სილამაზე და არაჩვეულებრივი სიმამაცე მათ დაეხმარა მოსაწყენ, საყოველთაოდ მიღებულ მსოფლიო წესებზე მაღლა დამდგარიყვნენ იქ სადაც მამაკაცები ბატონობდნენ. 1. კლეოპატრა უკვე ორი ათასწლეულია, რაც არ წყდება ვნებანი გამოჩენილი დედოფლის გარშემო, რომელიც ერთ-ერთ ოდიოზურ ფიგურადაა ცნობილი ისტორიაში. კლეოპატრა VII ფილოპატრა იყო უკანასკნელი დედოფალი ძველ ეგვიპტეში. სუსტი და უუნარო მეფეების პერიოდის შემდეგ, ბოლოს ეგვიპტეს მოევლინა ძლიერი მმართველი. კლეოპატრა მაშინ მოვიდა ხელისუფლებაში, როდესაც ეგვიპტის დიდების ვარსკვლავი პრაქტიკულად ძირს ეშვებოდა. იმ დროს მსოფლიოში გადამწყვეტ როლს რომის იმპერია თამაშობდა. რომელმაც დაიპყრო მეზობელი სახელმწიფოები და თავის პროვინციად აქცია. კლეოპატრა იყენებდა ყველა შესაძლებლობას და იბრძოდა თავისი სახელმწიფოს თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. 2. მშვენიერი ელენე მრავალ კურტიზან ქალთა შორის პირველი ადგილი უდაოდ მიეკუთვნება მშვენიერ ელენეს__ატრიდა მენელაიას მეუღლეს, ქალი, რომლის დასაუფლებლად ტროას ომი გაჩაღდა. იგი ისეთი ახალგაზრდა იყო, რომ ეს ყველაფერი მის ფსიქიკაზეც აისახა, მთელი დანარჩენი ცხოვრების მანძილზე. 3.ჟანა დარკი ჟანა დარკი__ ყველაზე გამოყენილი ფიგურაა ასწლიან ომში(1337-1353). ფრანგი მკვლევარები ამტკიცებენ, რომ “ორლეანელი ღვთიშობლის" სახე ემსახურებოდა, როგორც ფსიქოლოგიური იარაღი საფრანგეთს, ომში ინგლისის წინააღმდეგ . 4. ინდირა განდი თავისი ქვეყნის ისტორიაში, ინდირა განდი შევიდა, არა მხოლოდ იმიტომ რომ ის წლების მანძილზე სათავეში ედგა ინდოეთის ხელისუფლებას. იგი იყო ჭკვიანი და ენერგიული პოლიტიკოსი, მან ბევრი რამ გააკეთა სახელმწიფოს საერთაშორისო ავტორიტეტის გასამყარებლად. უდგა რა სათავეში ინდოეთის არ გაერთიანებას საომარ ბლოკებში. დღეს მის სახელს დიდი პატივისცემითა და სიყვარულით მოიხსენიებენ ინდოეთსა და მთელ მსოფლიოში. 5.ელისაბედ II იცვლებიან პრემიერ-მინისტრები, იწყება და მთავრდება ომები, ინგრევა იმპერიები, და რუკაზე ჩნდებიან ახალი სახელმწიფოები. მხოლოდ ბრიტანეთის მეფე და დედოფალია ურყევი... 6.მარგარეტ ტეტჩერი პრემიერ- მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის თერთმეტ წლიანი მმართველობის დროს, ბრიტანეთის ეკონომიკის საშუალო ტემპები სამჯერ მეტად იქნა გაზრდილი, ვიდრე წინა ათწლეულების მანძილზე. და გახდა ყველაზე მაღალი სხვა მსხვილ სამრეწველო ქვეყნებს შორის, იაპონიის გარდა. დიდ ბრიტანეთმა მიაღწია სტრუქტურულ გარდაქმნას და ეკონომიკის მოდერნიზაციას. იგი “რკინის ლედის " სახელითაა ცნობილი ისტორიაში. 7. დედა ტერეზა დედა ტერეზას ქველმოქმედებისა და ჰუმანურობის მასშტაბები ძალიან შთამბეჭდავია. ქალი, რომელმაც არაფრისაგან, საკუთარ სიკეთისა და ენთუზიაზმზე დაყრდნობით დაარსა ქველმოქმედების კონგრეგაცია. ახლა ეს ორგანიზაცია დაახლოებით 300000 წევრს ითვლის მსოფლიოს 80 ქვეყანაში. ესაა გლობალური არხები საბავშვო სახლების, ინტერნატების, საავადმყოფოების და მოხუცებულთა სახლების. მხოლოდ ერთ სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობს ერთდროულად 10000 ადამიანი. 8. პრინცესა დიანა უელსის პრინცესა დიანა__ქალი, რომელიც სიკვდილმაც ვერ დააშორა იგი ხალხის უდიდესი სიყვარულისაგან! 9. კოკო შანელი გაბრიელ ბონერ- შანელი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურაა 20- იანი წლების მოდის ისტორიაში. მან ქალის მოდას რევოლუციური ცვლილებები მიანიჭა. მოკლე თმა, შარვალი_კლეტი, და მისი ცნობილი “ვიწრო შავი კაბა". აგრეთვე კოკო შანელმა შექმნა პარფიუმი “ შანელ N5". 10.მერლინ მონრო ქალი, რომელიც ცხოვრებიდან გაურკვევლად წავიდა..., 30 წელია გასული მისი გარდაცვალებიდან, მაგრამ მეხსიერება მის შესახებ ამტკიცებს რომ ის იყო დიდი მოვლენა კინოს ისტორიაში, როგორც ძალიან ლამაზი, მომხიბვლელი და სექსუალური ქალი. 406 13-ს მოსწონს
|