სხვა ჩინეთში ბავშვი კანალიზაციის მილიდან ამოიყვანეს 2013, 24 აგვისტო, 22:53 ![]() სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა ახალშობილი კანალიზაციის მილიდან ამოიყვანეს. მათ სიგნალი შეშფოთებულმა მოქალაქეებმა გაუგზავნეს. ![]() ჩინეთის პროვინცია ჩჟეცზიანის მცხოვრებლებმა როდესაც ჩვილი კანალიზაციის მილში აღმოაჩინეს სასწრაფოდ გამოიძახეს სამაშველო სამსახური. მათ ერთი სართულით დაბლა მოჭრეს მილის მონაკვეთი და ასეთი ხერხით შეძლეს მისი გადარჩენა. ![]() ![]() ორი დღის დაბადებული პატარა 2, 3 კილოგრამს იწონიდა, იგი სასწაულად გადაურჩა აშკარა სიკვდილს. სასწრაფოდ გადაიყვანეს ჰოსპიტალში სადაც მას დახმარება აღმოუჩინეს. მისი მდგომარეობა სტაბილური გახდა. პოლიციამ კი დაიწყო გამოძიება მომხდარ ფაქტზე. ![]() ![]() 50 5-ს მოსწონს
|