![თურმე მამებიც ფეხმძიმდებიან image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013101522172924219.jpg)
ამერიკელმა მეცნიერებმა კიდევ ერთი უცნაური ფაქტი დააფიქსირეს, თურმე დედასთან ერთად მამაც ფეხმძიმდება. ნუ გაგიკვირდებათ და არც გაგეღიმოთ? - ეს ნამდვილად ასეა, რასაც გვიდასტურებენ მეცნიერ მედიკოსები. განსხვავება იმაშია, რომ დედა ნაყოფს 9 თვის განმავლობაში მუცლით ატარებს, მამა კი ამ პერიოდში ისე სრიალებს ჰორმონულ გორაკზე, როგორც დედა, რადგან მისი ორგანიზმის ჰორმონალური ფონი მთლიანად იმეორებს იგივე ტრაექტორიას. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როცა მომავალი ბავშვი არა მარტო დედისთვის, არამედ მამისთვისაც დიდი ბედნიერებაა და ამასთანავე, ოჯახში მშვიდობა და თანხმობა სუფევს- ასკვნიან მკვლევარები.
ასე, რომ მამებო გაითვალისწინეთ,
თუ გსურთ ცოლთან ერთად განიცადოთ შვილის ყოლის ეს ბედნიერება, შეინარჩუნეთ ოჯახში მშვიდობა და თანხმობა. რაც მთავარია როდესაც გაიგებთ, რომ თქვენი მეუღლე ფეხმძიმედაა, იცოდეთ, რომ თქვენც ერთგვარად გეკისრებათ დიდი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს იმას, რომ უნდა ეცადოთ გაუფრთხილდეთ თქვენს თავს, როგორს ფეხმძიმე მეუღლეს უფრთხილდებით.
თქვენ კი ფეხმძიმე დედებო !
დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ "უით" ნაშობი და "ვაით" ნაზარდი შვილი, დედის მაგივრად და ზოგჯერ უფრო მეტადაც, მამებს რომ უყვართ.
![თურმე მამებიც ფეხმძიმდებიან image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013101522525124219.jpg)