x
image
მანჩო 777
ათი პროდუქტი, რომლებიც სასურველია გამოვრიცხოთ ჩვენი რაციონიდან
image
წარმოგიდგენთ პროდუქტების სიას, რომლებიც სასურველია გამოვრიცხოთ ჩვენი რაციონიდან. უკიდურეს შემთხვევაში, თუ გვინდა ჯანმრთელი და ტანადი ვიყოთ, მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ მათი მიღება:

1.შაქარი.

image
პირველი, რაც უნდა გააკეთონ ადამიანებმა, რომელთაც გახდომა უნდათ, შაქრიან ჩაიზე და ყავაზე უნდა თქვან უარი. არაა სასურველი კონცენტრატებისაგან დამზადებული ხილის წვენების მიღებაც, რადგან ისინი დიდი რაოდენობით შეიცავენ შაქარს.

2. კარტოფილი.


image
ის სასარგებლოა ორგანიზმისათვის მხოლოდ მოხარშული ან ღუმელში შემწვარი.

3.ცომეული.

image
პროდუქტებზე, რომლებიც უმაღლესი ხარისხის ფქვილითაა დამზადებული, საბოლოოდ უნდა ვთქვათ უარი, ესენია: ყველანაირი ნამცხვარი, ტორტები, შაქარლამები, ფუნთუშები, თეთრი პური.

4.თეთრი ბრინჯი.

image
ეს პროდუქტი შეიცავს ბევრ სახამებელს, ამიტომ მისი გამოყენება მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ, ეცადეთ თეთრი ბრინჯის მაგივრად გამოიყენოთ მუქი ფერის ბრინჯი, იცის კვირაში ერთი-ორჯერ.

5.სწრაფი მომზადების ფაფები, მიუსლი.

image
სწრაფი მომზადების საუზმე შეიცავს "ცარიელ" ნახშირწყლებს, რომლებიც მხოლოდ მცირე ხნით კლავენ შიმშილის გრძნობას.

6.ხორცისა და ქათმის ბულიონები.

image
ისინი შეიცავენ ბევრ ქოლესტერინს.

7.ცხიმიანი ხორცი, სოსისი, ძეხვეული.

image
ისინი არამარტო ხელს გვიშლიან გახდომაში, არამედ ანგრევენ ორგანიზმს.

8. შპროტი, შებოლილი თევზი, კონსერვები.

image
ეს პროდუქტები გადავსებულია ცხიმებით, რაც ხელს უშლის გახდომას.

9.კარაქი.

image
პროდუქტი, რომელიც უამრავი რაოდენობით ცხიმს და კალორიებს შეიცავს. თუმცა მასზე მთლიანად უარის თქმა არ ღირს, რადგან კარაქში ბევრი სასარგებლო ვიტამინია. საკმარისია კვირაში 10-20 გრამი ამ პროდუქტის მიღება.

10.მზესუმზირა, ჩიპსები, მოხალული არაქისი, ნებისმიერი "სწრაფი კვება".

image

8
650
15-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
650
  
2013, 16 ოქტომბერი, 11:56
Dzan iseti sagangasho mokleba arc mchirdeba ubralod simaglestan sasurveli tsonis migtseva minda :-D arc dasatsyisshi avtsonilvar da arc exla rom vicode eg, simartle gitxra saswirs ar vendobi mtavari chemtvis sarkea :-D
2013, 16 ოქტომბერი, 11:50
ნანა სვანაძესთან მაქვს შეკითხვა : ამ კვების ფონზე რაც დაწერე რამდენი დაიკელი?
2013, 15 ოქტომბერი, 22:44
ქათმის ბულიონი ვიცოდი, საერთოდ ხორცის ნახარშები რომ მავნებელია, ეს ცნობილია. რავი აბა, მიუსლის მე კმაყოფილი ვარ , საკუთარ თავზე გამოვცადე და მიკვირს, მავნებელიაო რომ წერენ.
2013, 15 ოქტომბერი, 22:40
მეც გამიგია, რომ მიუსლი არ არის კარგი ჯანმრთელობისთვის, რასაც ვერ ვიტყვით მოსახარშ შვრიაზე. როგორც ვიცი, მიუსლი არის თერმულად დამუშავებული შვრია (ნუ კიდევ რაღაც მინარევები), ისევე, როგორც სწრაფი მომზადების სხვა ფაფები, რაც არ არის სასარგებლო. ამიტომ დიეტოლოგები ყოველთვის ურჩევენ მოსახარშ ფაფებს.

ძალიან კარგი და საჭირო სტატიაა. მხოლოდ ქათმის ბულიონის ამ ნუსხაში ნახვამ გამაკვირვა.
2013, 15 ოქტომბერი, 22:18
აარაააა, ეგ ძირითად მენიუში რჩება:D
2013, 15 ოქტომბერი, 22:17
ის გოგოც უნდა ამოვიღოთ რაციონიდან ? :D
2013, 15 ოქტომბერი, 22:17
მე ის გამიკვირდა, მიუსლიზე რომ წერია, არ შეიძლებაო. ყველა დიეტოლოგი გვირჩვეს თითქმის. პირადად ძალიან კმაყოფილი დავრჩი და თვეებია დილა არ გამომიტოვებია მის გარეშე. ამ პუნქტს არ ვეთანხმები მხოლოდ აქ.:)
2013, 15 ოქტომბერი, 22:09
შაქარი შევამცირე,ტკბილეულზე დიდად არ ვგიჟდებიდ აი ყოველ დღე არც ვჭამ,აი კარტოფილს მარხვაში მიწევს ბევრის ჭამა,პური ერთი თვეა არ მიჭამია,თუმცა ცომეულს ვწამ როცა სიტუაცია მოითხოვს :)):) ესე ყველაფრის ამოღება რთულია
0 1 8