x
image
თამარი555
საიდუმლოებით მოცული ადამიანები
კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, სხვადასხვა დროს და ადგილას არსებობენ იდუმალებით მოცული პიროვნებები, რომელთა ვინაობაც დაუდგენელია. ქვემოთ მოყვანილია რამოდენიმე მათგანი.



1. კასპარ ჰაუზერი.



image


1828 წლის 26 მაისს, ნიურბერგის მოედანზე შემჩნეული იქნა 16-17 წლის უცნაური მოზარდი, რომელსაც თან მე-6 კავალერიის კაპიტნის მისამართით დაწერილი წერილი ჰქონდა. ანონიმური ავტორი წერილში წერდა რომ 1812 წლის 7 ოქტომბრიდან ეს ბიჭი მის პატიმრობაში იმყოფებოდა და მას არასდროს აძლევდა სახლიდან გასვლის ნებას. ჰაუზერი აცხადებდა რომ ერთადერთი ადამიანი ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა იყო იდუმალი მამაკაცი, რომელიც მასთან მიდიოდა, მაგრამ მას თავის სახეს არ აჩვენებდა. ხალხური თქმულება კასპარს ჯიუტად ბადენის ტახტის მემკვიდრედ თვლიდა, რომელიც აკვნიდან მოიტაცეს და რომლის გვირგვინიც უზურპატორმა მიიტაცა.


საბოლოო პასუხი თუ ვინ იყო სინამდვილეში კასპარ ჰაუზერი, დღემდე არ არის ცნობილი.




2. ფულკანელი.


image


“ფულკანელი"-მე-19 საუკუნის ალქიმიკოსის ფსევდონიმია, რომლის პიროვნებაც დაუდგენელია. ერთ-ერთი მონათხრობის მიხედვით, მისი ერთგულ მოსწავლეს ეჟენ კანსელიეს (სურათზე) მცირე ოდენობის ფხვნილის გამოყენებით 100 გრამი ოქროს შექმნა შეეძლო.

სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო განსხვავებული ვერსიები ფულკანელის პიროვნების დადგენის საქმეში. კანდიდატებს შორის იყვნენ ცნობილი ავტორები ჟან-ჟიულენ შამპანი, პიერ დუჟოლი და რენე შვალე დე ლუბიჩი.

ფულკანელის წიგნში ჟენევიევ დიუბუა მიდის დასკვნამდე რომ შვალემ, დიუჟოლმა და შამპანმა შექმნეს თავისებური ტრიუმვირატი და ერთობლივად მუშაობდნენ “ფულკანელი"-ს სახელით.



3. დ.ბ. კუპერი.


image


“კუპერი"– თვითმფრინავის ცნობილი გამტაცებლის ფსევდონიმია.

1971 წლის 24 ნოემბერს 200000 დოლარის გამოსასყიდის მიღების შემდეგ მან მგზავრები გამოუშვა თვითმფრინავიდან, აიძულა მფრინავებს აფრენა და თვითონ პარაშუტით გადმოხტა თვითმფრინავიდან, დაახლოებით 50 კილომეტრზე ქალაქ პორტლენდის ჩრდილო-აღმოსავლეთის მხარეს(შტატი ორეგონი, აშშ.). მისი შემდგომი ბედი უცნობია. 1980 წელს რვა წლის ბავშვმა 5800$ სულ20 დოლარიანების ბანკნოტები იპოვა მდინარე კოლუმბიის ნაპირზე, რომელთა სერიული ნომერი ემთხვეოდა კუპერისთვის მიცემულ ფულის ნომერს. ამ შემთხვევის შემდეგ ხელისუფლებამ ბრძანება გასცა რომ გაეძლიერებინათ თვითმფრინავების დაცვა და პირველად იყო დამონტაჟებული მეტალის ამომცნობი ხელსაწყო.

2
186
4-ს მოსწონს
ავტორი:თამარი555
თამარი555
186
  
2013, 13 ოქტომბერი, 18:06
დიდი მადლობა, გაიხარე..
2013, 13 ოქტომბერი, 18:04
როგორც ყოველტვის კლას
0 1 2