x
მეტი
  • 04.05.2024
  • სტატია:134617
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508782
დემოკრატიული მოძრაობა 100 ლარით დაჯარიმდა!

თელავში ნინო ბურჯანაძის პლაკატები, გუშინ საღამოს მისივე მომხრეებმა გაანადგურეს. ნინო ბურჯანაძის პარტია საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150 მუხლის თანახმად მას მერე დაჯარიმდა, რაც თელავის მუნიციპალიტეტის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და საკრებულოს #47 განკარგულება არ გაითვალისწინა. თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2013 წლის 11ივლისს გამოსცა განკარგულება, საარჩევნო კოდექსის #46 მუხლის თანახმად, რომლიც ითვალისწინებდა საარჩევნო პლაკატების გამოსაფენად განკუთვნილ ადგილებს.

საყურადღებოა, რომ პარტია დემოკრატიული მოძრაობა ყურადღებას ამახვილებს ხელშემშლელ პირობებზეც, მათი განმარტებით პარტიას არ მიეცა საშულაება დროულად გაეკრათ ნინო ბურჯანაძის ბანერი. საუბარში პარტიის ადგილობრივი ხელმძღვანელი პირები ამბობენ, რომ ბანერის განთავსება იმ მოტივით გაუჭიანურათ ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რომ არ სურდათ სტუმრად მოსულ ბიძინა ივანიშვილს და გიორგი მარგველაშვილს ენახათ ნინო ბურჯანაძის ფოტო ბანერი!

ახლა კი მხოლოდ მათ “პლაკატებზე“ გავრცელდა ჯარიმა!

0
35
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა მოსიაშვილი
მაკა მოსიაშვილი
35
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0