დონალდ მილერი 20 წელია არ გამოჩენილა საკუთარ ოჯახში, ამიტომ ნათესავებს იგი მკვდარი ეგონათ.ჰენკოკის ოლქის სასამართლომ შტატ ოჰაიოში ვერ შესძლო დონალდ მილერი ეღიარებიანა "ლეგალურ ცოცხლად", მიუხედავად იმისა, რომ იგი 20 წლის შემდეგ ცოცხალი და ჯანმრთელი დაუბრუნდა ოჯახს.მილერმა 1986 წელს მიატოვა ცოლ-შვილი და გაიქცა სადღაც უმისამართოდ, მიზეზი გადაუხდელი ვალები იყო.8 წლის შემდეგ იგი მკვდრად გამოაცხადეს, თუმცა 2005 წელს იგი გამოცხადდა პოლიციაში და ითხოვა მართვის მოწმობის აღება.მოსამართლე ალან დევისმა გამოიტანა ვერდიქტი, რომ მისი ცოცხლად აღიარება შეუძლებელია, რადგან კანონის მიხედვით მკვდრად აღიარებიდან მხოლოდ სამი წელია ვადა, რომ განაჩენი შეიცვალოს, შემდეგ უკვე კანონი აღარ აძლევს ამის უფლებას."არ ვიცი როგორ მიიღებთ, მაგრამ კანონის მიხედვით თქვენ გარდაცვლილი ხართ"-გამოუტანა დასკვნა მილერს მოსამართლემ.1994 წლისთვის, ანუ როცა უკვე იგი მკვდრად ჩათვალეს, მარტო ალიმენტის ვალი 25 000$ იყო, ამის გარდა მილერის "ქვრივი" სახელმწიფოსგან დახმარებას იღებდა, როგორც მარჩენალის გარეშე დარჩენილი ოჯახი.თუმცა მილერი აღარაა ვალდებული სახელმწიფოს გადაუხადოს ვალი, რადგან მისი ცოლი კვლავ "ქვრივად" ითვლება, თუმცა უცნობია, თუ მილერს ცოცხლად აღიარებდნენ, როგორ გადაიხდიდა ვალებს."ყველაფერი იმაზე მეტად შორს წავიდა, ვიდრე ველოდი"-აღიარა ჟურნალისტებთან საუბარში მილერმა."ცხონებულს" აპელაციისთვის 30 დღიანი ვადა აქვს.