კაცმა გადაწყვიტა ცოლის მოყვანა. არჩევანი სამ ქალს შორის უნდა გაეკეთებინა, ამიტომ პატარა ტესტი ჩაატარა - თითოეულს მისცა 5 000 დოლარი სახარჯოდ, რომ ენახა რამდენად ჭკვიანურად ხარჯავენ ფულს.
პირველმა ფული დახარჯა ლამაზ ტანსაცმელში, ძვირადღირებულ კოსმეტიკაში, მოიარა საუკეთესო სილამაზის სალონები, ერთი სიტყვით "მაგარ ვიდზე" დადგა დ უთხრა:
- მე ძალიან მიყვარხარ და მინდა ყველამ იცოდეს, რომ შენ ქალაქში ყველაზე ლამაზი ცოლი გყავს;
მეორემ მთელი ფული კაცისათვის საჭირო და სასურველი ნივთების ყიდვაზე დახარჯა - ძვირფასი კოსტუმები, ფეხსაცმელი, მობილური და უთხრა:
- შენ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ხარ ამ ქვეყნად, ამიტომ მთელი ფული შენ დაგახარჯე;
მესამემ 5 000 დოლარი ბიზნესში ჩადო, დამატებით კიდევ 5 000 მოაგებინა და მთელი ფული კაცს დაუბრუნა სიტყვებით:
- მე შენ ძალიან მიყვარხარ და ყველაფერი გავაკეთე, რათა შენ დაგენახა როგორი ჭკვიანი და მომჭირნე ცოლი ვიქნები;
კაცმა იფიქრა, იფიქრა და ის ქალი მოიყვანა, რომელსაც დიდი მკერდი ჰქონდა...
-----------------------------------------------------------------------------
მეხანძრეები გამოიძახეს საავადმყოფოში გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად. მოვარდა რამოდენიმე ბრიგადა, ხანძარი ჩააქრეს, ტერიტორია კონტროლზე აიყვანეს. სამუშაოს დასრულების შემდეგ რაზმის უფროსი, ნაბრძოლ-გამურულ-გაჭვარტლული, ანგარიშს აბარებს საავადმყოფოს მთავარ ექიმს:
- ამოცანა შესრულებულია, ხანძრის კერა - ლიკვიდირებული. გვყავს დაზარალებულებიც, ცხრა კაცი. შვიდი გადავარჩინეთ, ორი კი სამწუხაროდ დაიღუპა;
ამ სიტყვებზე მთავარ ექიმს გული წაუვიდა. მოსულიერების შემდეგ დაბნეულმა ლუღლუღით თქვა:
- ბიჭებო, დიდი მადლობა მაგრამ თქვენ ხომ მორგში გაჩენილ ხანძარს აქრობდით....
-----------------------------------------------------------------------------
დილით ახალგაზრდა კაცი ძალიან ლამაზ გოგონასთან ერთად შედის ლონდონის ყველაზე ძვირადღირებულ ქურქების სალონში და თხოულობს:
- აჩვენეთ ჩემს გოგონას ყველაზე ძვირადღირებული ქურქი!
ქურქი გამოიტანეს. გოგონამ ჩაიცვა. ძალიან უხდება!!
- ეს ქურქი 92 ათასი ფუნტი ღირს - უხსნის გამყიდველი.
- რა პრობლემაა, ახლავე გამოგიწერთ ჩეკს;
- კეთილი, ახლა შაბათია. ქურქს ორშაბათს გამოგიგზავნით, როდესაც ბანკში ჩეკს გავანაღდებთ;
ახალგაზრდა კაცი გოგონასთან ერთად მიდის. ორშაბათს დილით ის მაღაზიაში ბრუნდება. გამყიდველმა ჩხუბი დაუწყო:
- თქვენს ანგარიშზე არაფერი გაქვთ; ბანკმა ჩეკის განაღდებაზე უარი თქვა! არ გრცხვენიათ აქ რომ მოდიხართ?!
- მე უბრალოდ ვალდებულდ ჩავთვალე თავი მადლობა გადამეხადა თქვენთვის ჩემს ცხოვრებაში საუკეთესო უიქ-ენდისათვის!!!