x
image
Livingstone
მაისის რჩეული ანეკდოტები
imageსამი მეგობარი - ქირურგი, ინჟინერი და პოლიტიკოსი დავობენ ვისი პროფესია უფრო ძველია.

ჯერ ქირურგმა თქვა:

- რა თქმა უნდა, ჩემი პროფესიაა ყველაზე ძველი. პირველი ქირურგიული ოპერაცია ბიბლიის მიხედვით თავად ღმერთმა ჩაატარა, როდესაც ადამს ნეკნი ამოაცალა, საიდანაც ევა შექმნა.

შემდეგ ინჟინერმა:


- ეს მართალია, მაგრამ ამ ოპერაციამდე ღმერთმა ინჟინრული სამუშაოები ჩაატარა, როდესაც სამყარო შექმნა ქაოსისაგან.

ამაზე პოლიტიკოსს გაეცინა:

- მეგობრებო, კი მაგრამ, თქვენი აზრით ვინ შექმნა ქაოსი?

-------------------------------------------------------------------------------

ტყეს დრაკონი დაეპატრონა. შეყარა მხეცები კრებაზე და სათითაოდ იწვევს შესაჭმელად.

- დათვო, შენ ხვალ მოხვალ და შეგჭამ, გასაგებია?

- გასაგებია :(.
იწერს ჟურნალში - "დათვი, ხვალ მოვა სადილად."

- მგელო, შენ ზეგ მოხვალ და შეგჭამ, გასაგებია?

- გასაგებია :((.

იწერს ჟურნალში - "მგელი, ზეგ მოვა სადილად"

- კურდღელო, შენ მაზეგ მოხვალ შენ ოჯახთან ერთად და შეგჭამთ, გასაგებია?

- არ მოვალ!

- როგორ თუ არ მოხვალ?

- აი ასე, არც ხვალ მოვალ, არც ზეგ დ არც არასდროს!!!

- გასაგებია :(((.

იწერს ჟურნალში - "კურდღელი, არ მოვა..."


-----------------------------------------------------------------------------

კუ-კლუქს-კლანი ახალწვეულებს იღებს.

- გინდათ ჩვენს რიგებში ყოფნა?

- კი. რა არის ამისათვის საჭირო?

- ბევრი არაფერი. უნდა მოკლათ ათი ზანგი დ წყალში დაახრჩოთ ერთი კნუტი.

- კი მაგრამ, კნუტს რაღას ვერჩი?

- გილოცავთ, თქვენ გამოცდა წარმატებით ჩააბარეთ. მიღებული ხართ?

-----------------------------------------------------------------------------


საუბარი ახალი რუსის კუთვნილ ბანკში:


- თქვენი ბანკი გასცემს კრედიტებს, მხოლოდ პატიოსან სიტყვაზე?

- კი, რა თქმა უნდა.

- და თუ არ დავაბრუნე?

- თქვენ შეგრცხვებათ, როდესაც უფლის წინაშე წარსდგებით!!

- ეეე, ეგ კიდევ როდის იქნება?!

- როდის და, თუ 7 რიცხვში კრედიტს არ დააბრუნებთ, 8-ში უფლის წინაშე წარდგომა მოგიწევთ .....

0
839
6-ს მოსწონს
ავტორი:Livingstone
Livingstone
839
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0