ანეკდოტები ანეკდოტები - ივლისის ნაკრები 2012, 1 აგვისტო, 10:52 ოჯახურმა წყვილმა შეიძინა უახლესი მოდელის რობოტი-აღმზრდელი, რომელსაც სიცრუის დეტექტორი აქვს დამონტაჟებული და ვინც კი ტყუილს იტყვის, მომენტალურად სჯის - ნათქვამი ტყუილის მასშტაბების შესაბამისად.
გადაწყდა იქვე გამოეცადათ. ვაჟიშვილი სკოლიდან დაგვიანებით დაბრუნდა და დაკითხვის ქვეშ მოექცა. - სად იყავი აქამდე? - ეკითხება მამა. - სკოლაში გაკვეთილების შემდეგ სამეცადინოდ შევჩერდი ამხანაგებთან. რობოტი მივიდა და ბიჭს კეფაში წამოარტყა. - აჰა, მოგვატყუე? - კმაყოფილი ამბობს მამა - აბა ახლა სიმართლე თქვი. - პორნოს ვუყურებდით კლასელები... მამამ თავის მხრივ ერთი წაუთაქა შვილს: - მშობლებს ყოველთვის სიმართლე უნდა უთხრა! მე, მაგალითად, ჩემი მშობლებისათვის ტყუილი არასოდეს მითქვამს!! რობოტი მივიდა მამასთან და ორი ლაზათიანი სილა გააწნა. ამის შემხედვარე დედას სიცილი აუტყდა და ქმარს ეუბნება: - იცი რა, ბიჭს ცოტა უფრო ალერსიანად უნდა მოექცე. ის ხომ ბოლოს და ბოლოს შენი შვილია!!! რობოტი მიდის დედასთან და მთელი ძალით ურტყამს მუშტს სახეში.... ----------------------------------------------------------------------------- ბარში ნასვამმა ქალმა ამღვრეული თვალები მოავლო იქ მყოფებს და ხმამაღლა იკითხა: - ნეტავ თუ მოიძებნება აქ მამაკაცი, რომელიც შეძლებს მაგრძნობინოს, რომ მე ქალი ვარ?! სიჩუმე ჩამოვარდა. შემდეგ ერთი მაგიდიდან კაცი ადგა, პერანგი გაიხადა და მიუგდო: - აჰა, ჯერ ეს გარეცხე და გააუთოვე, მერე საჭმელსაც მიხედე! დროზე!!! ----------------------------------------------------------------------------- ციმბირის თავზე მორიგი ტუ-154 ჩამოვარდა. მოძებნეს შავი ყუთი და გაშიფრეს. უკანასკნელი ჩანაწერი. ისმის ერთ-ერთი სტიუარდესას ხმა: - შეხედეთ ბიჭებო, მეც კარგად ვატარებ თვითმფრინავს... ----------------------------------------------------------------------------- ექოსკოპიის შემდეგ ექიმი ღიმილით ეუბნება პაციენტს: - შემიძლია დანამდვილებით გითხრათ, რომ თქვენს ორგანიზმში ახალი სიცოცხლეა ჩასახული!! - კი მაგრამ, ექიმო, როგორ? მე ხომ მამაკაცი ვარ?! - მართლა? პრინციპში ჭიებს ეგ ამბავი არ აღელვებთ... 210 4-ს მოსწონს
|