x
image
მანჩო 777
რვა ნაკლებად ცნობილი ფაქტი სახელგანთქმული ესპანელების ცხოვრებიდან
image
1. პაბლო პიკასო-საქვეყნოდ ცნობილი მხატვარი, სკულპტორი და დიზაინერი ყველა თქვენგანისათვის კარგადაა ნაცნობი, მაგრამ არცთუ ისე ბევრმა იცის ის ფაქტი, რომ პიკასო ავტორია ცნობილი სიმბოლოსი: "მშვიდობის მტრედი".ეს არის თეთრი მტრედი, რომელიც მან დახატა 1949 წელს და ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმბოლოა მსოფლიოში.

image

2.1995 წელს ფილმის "ორი-ეს მეტისმეტია" გადაღებისას გაჩაღდა რომანი ცეცხლოვან ესპანელ ანტონიო ბანდერასსა და მელანი გრიფიტს შორის. ერთი წლის შემდეგ ისინი დაქორწინდნენ და მალე შვილიც შეეძინათ. ბანდერასის გულისთვის მელანიმ დონ ჯონსონი მიატოვა.

image


3.სურათი წარმოადგენს ესპანელი მხატვრის ფრანსისკო გოიას ავტოპორტრეტს. ცნობილი მხატვარი გოია მხატვრობაში რომანტიზმის წარმომადგენლად ითვლება.

image

4.სურათზე გამოსახულია სატიტულო ფურცელი მიგელ დე სერვანტეს საავედრას "დონ კიხოტისა", რომელიც გამოცემულია 1616-1617 წლებში ბრიუსელში. ეს წიგნი ამჟამადაც ერთ-ერთ პოპულარულ წიგნად ითვლება მსოფლიოში. მსოფლიო ტირაჟის მოცულობით მას უჭირავს მესამე ადგილი "ბიბლიისა" და "ჰარი პოტერის" შემდეგ.

image

5. ხულიო იგლესიასი- ცნობილი ესპანელი მომღერალია, რომელსაც გაყიდული აქვს 300 მილიონამდე ალბომი. ის ყველაზე წარმატებული ესპანურენოვანი მომღერალია, მაგრამ ბევრმა არ იცის, რომ ის შეიძლება არასოდეს დამდგარიყო სცენაზე, რომ არა ავტოკატასტროფა, რომელშიც ის მოყვა 20 წლის ასაკში. ძალიან წარმატებული და დიდი მომავლის მქონე ფეხბურთელის კარიერა დასრულდა ამ უბედური შემთხვევის გამო.image


6.ესპანელი ოპერის მომღერალი მონსერატ კაბალიე არამარტო ხელოვნებითაა დაინტერესებული. ის ძალიან მკვეთრ რეაგირებას ახდენს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებზე. 1996 წელს ის ყურადღების ცენტრში მოექცა, როცა ვიზიტით იმყოფებოდა მთიან ყარაბახში. ამის შემდეგ ის აზერბაიჯანმა "პერსონა ნონ გრატად" გამოაცხადა.

image

7. სალვადორ დალი რა თქმა უნდა, სახელგანთქმული და უცნობილესი ესპანელი ფერმწერია. მაგრამ ბევრისთვის არაა ცნობილი, რომ დალი ავტორია ცნობილი სარეკლამო ლოგოტიპისა "ჩუპა-ჩუპსი".

image

8. "მილას სახლი"(Casa Mila), რომელიც აშენებულია 1906-1910 წლებში არქიტექტორ ანტონიო გაუდის მიერ, შეტანილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში. არქიტექტორს მუშაობა უყვარდა

ქალაქ ბარსელონაში, სადაც მდებარეობს ფოტოზე გამოსახული სახლი და სადაც მის მიერ აგებული უამრავი შენობაა.

2
255
12-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
255
  
2013, 14 ოქტომბერი, 17:33
პიკასოს მიერ ჩანახატად გაკეთებული ეს მშვიდობის მტრედი საჩუქრად გამოუგზავნა ქართველ რეჟისორს მიხეილ კალატოზიშვილს ფილმისთვის "მიფრინავენ წეროები", მასთან ერთად ჩარლზ ჩაპლინმა თავისი ქუდი და ჯოხი უსახსოვრა.
2013, 13 ოქტომბერი, 12:50
https://www.google.ge/url?sa=t&rct=j&q=&esrc=s&source=web&cd=1&cad=rja&ved=0CCcQFjAA&url=http%3A%2F%2Fucnauri.com%2F184684%2F%25E1%2583%25A9%25E1%2583%25A3%25E1%2583%259E%25E1%2583%2590-%25E1%2583%25A9%25E1%2583%25A3%25E1%2583%259E%25E1%2583%25A1-%25E1%2583%2598%25E1%2583%25A1-%25E1%2583%259B%25E1%2583%25AA%25E1%2583%2598%25E1%2583%25A0%25E1%2583%2594-%25E1%2583%2598%25E1%2583%25A1%25E1%2583%25A2%25E1%2583%259D%25E1%2583%25A0%25E1%2583%2598%2F&ei=4V1aUrjXDubU4wTvnIAg&usg=AFQjCNFTEJSXectZeONq28WYrdLJUBZ3sQ&sig2=ZK12xKhXQc6VKeL6QqjD2A
0 1 2