ვარსკვლავები, რომლებსაც შვილები სუროგატი დედის "დახმარებით" ჰყავთ.
![ვარსკვლავები, რომლებსაც შვილები
სუროგატი დედის "დახმარებით" ჰყავთ. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013101111140934272.jpg)
რუსეთის შოუბიზნენის მთავარი სიახლე, ამ დღეებში ალა პუგაჩოვასა და მაქსიმ გალკინის ოჯახში მატება იყო.სურაგატი დედის დახმარებით მათ ტყუპები გაუჩნდათ. ბიჭსა და გოგოს მშობლებმა გარი და ელიზავეტა დაარქვეს.
![ვარსკვლავები, რომლებსაც შვილები
სუროგატი დედის "დახმარებით" ჰყავთ. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013101111155134272.jpg)
სუროგატი დედის"მომსახურეობით" ისარგებლა ალას ყოფილმა
მეუღლემ ფილიპ კირკოროვმა. მას ორი შვილი ჰყავს ალა-ვიქტორია და მარტინი, ორივე სუროგატი დედის დახმარებით.
![ვარსკვლავები, რომლებსაც შვილები
სუროგატი დედის "დახმარებით" ჰყავთ. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013101111183334272.jpg)
მეუღლესთან გაშორების შემდეგ მსახიობმა შერონ სტოუნმა იშვილა ორი ბავშვი:ლერდა და კუინა.პრესაში გავრცელდა ხმები, რომ მას
ლერდა სუროგატი დედისგან ჰყავს.
![ვარსკვლავები, რომლებსაც შვილები
სუროგატი დედის "დახმარებით" ჰყავთ. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013101111192634272.jpg)
მსახიობ სარა ჯესიკა პარკერს, მეუღლესთან მეტიუ ბროდერიკთან
ჰყავს ბიჭი, რომელიც 2002 წელს გააჩინა, ხოლო 2009 წელს მათ
ოჯახში მატება იყო სუროგატი დედის დახმარებით ტყუპი გოგონები
შეეძინათ.
![ვარსკვლავები, რომლებსაც შვილები
სუროგატი დედის "დახმარებით" ჰყავთ. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013101111205934272.jpg)
ცნობილ მსახიობს ნიკოლ კიდმანს ჰყავს ორი ქალიშვილი.ერთი
გააჩინა თვითონ მეორე მეუღლესთან, კიტა ურბანთან, ხოლო წყვილს
მეორე ქალიშვილი სუროგატმა დედამ გაუჩინა, რომელიც მათი
ბიოლოგიური შვილია.
![ვარსკვლავები, რომლებსაც შვილები
სუროგატი დედის "დახმარებით" ჰყავთ. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013101111215134272.jpg)
რობერტ დენიროს და მის შავკანიან მეუღლეს გრეისს ორი შვილი
ჰყავთ. პირველი, ფოტომოდელმა შეუღლების შემდეგ გააჩინა, ხოლო მეორე- ქალიშვილი სუროგატი დედის დახმარებით გაჩნდა.
![ვარსკვლავები, რომლებსაც შვილები
სუროგატი დედის "დახმარებით" ჰყავთ. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013101111230934272.jpg)
2010 წელს პორტუგალიელმა, ცნობილმა ფეხბურთელმა, რონალდუმ,
საზოგადოებას ამცნო მისი ვაჟიშვილის შესახებ, რომლის დედის ვინაობას არ ამხელდა.ერთ-ერთი ვერსიის თანახმად ბავშვი სუროგატი
დედის დახმარებით გაჩნდა.
![ვარსკვლავები, რომლებსაც შვილები
სუროგატი დედის "დახმარებით" ჰყავთ. image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013101111245534272.jpg)
მაიკლ ჯექსონის მეორე ვაჟიშვილი, "პრინცი მაიკლ მე-2, "სუროგატი
დედის დახმარებით გაჩნდა რომლის ვინაობაც დღემდე უცნობია.
ცნობილი, ჯორჯ ლუკასის ოჯახში, რომელიც ამ წლის ივნისში
დაქორწინდა კინოპროდიუსერზე, მელოდი ხობსონზე, ქალიშვილი
იზრდება, რომელიც უკვე აგვისტოს თვეში სუროგატი დედის
დახმარებით გაჩნდა.ბავშვს ევერესტი დაარქვეს.