შოუბიზნესი ბრიუს ჯენერი და მისი მეუღლე კრისი 22 წლის ქორწინების შემდეგ ერთმანეთს შორდებიან? 2013, 10 ოქტომბერი, 16:00 ამ დღეებში ბრიუს ჯენერმა და მისმა მეუღლემ კრისმა, მათი დაშორების შესახებ ამცნეს საზოგადოებას.მათი საერთო ქონება 125 მილიონს შეადგენს და ისინი არ აპირებენ ამ ქონების გაყოფას.როგორც განაცხადა ბრიუსმა არც ის და არც კრისი განქორწინების შესახებ სასამართლოს არ მიმართავენ. ინტერვიუში რომელიც 63 წლის "ექს-ჩემპიონმა" ჟურნალ People-ს მისცა განაცხადა:" მე და კრისი არაჩვეულებრივად ვგრძნობთ თავს და ბედნიერები ვართ.ორივეს გვაქვს სახლი და არცერთი ჩვენთაგანი ოფიციალურ გაშორებას არ მოითხოვს. ასე რომ ყველაფერი კარგადაა."როგორც პაპარაცები აცხადებენ ბრიუსი ჯერ კიდევ ატარებს საქორწილო ბეჭედს."მე მაქვს ოჯახი და მყავს შვილები, მთელი ჩემი დრო დაკავებულია"განაცხადა მან. რეალითი-შოუ "კარდიშიანების ოჯახის"გადაღება კვლავ გრძელდება .მთავარი ხაზი კი ოჯახის უფროსი წევრების დაშორება იქნება აცხადებენ სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებები. ამჟამად ბრიუსი მალიბუში მის სახლში ცხოვრობს, 57 წლის კრისი, კი ჯერ-ჯერობით ოჯახთან ცხოვრებას ამჯობინებს. 291 10-ს მოსწონს
|