x
image
მანჩო 777
აირის სკოტის (Iris Scott) გასაოცარი ხელოვნება-ხატვა ხელის თითებით
image
მიუხედავად იმისა, რომ ლეგენდარული მხატვრების დიდი ნაწილი ცნობილები გახდნენ იმით, რომ ფუნჯით ავლებდნენ ტილოზე მშვენიერ შტრიხებს, ამერიკელმა მხატვარმა აირის სკოტმა (Iris Scott) მოახერხა და შეძლო საყოველთაო აღიარება და წარმატება მოეპოვებინა ამ ინსტრუმენტის გარეშე. აირისმა დაამტკიცა, რომ ნახატი შეიძლება გახდეს ხელოვნების ნიმუში, თუ ის შესრულებულია არა ფუნჯით, არამედ უბრალოდ თითების წვერებით.

image

ხელოვნების ეს დარგი, რომელსაც Fingerpainting-ს უწოდებენ, მხატვრისათვის მისაღები გახდა მისი ტაივანში მოგზაურობის დროს. როცა აირისი ამ ქვეყანაში სამუშაოდ იმყოფებოდა, აუტანელი სიცხეები იდგა, შეუძლებელი იყო მუშაობა კინდიოციონერის გარეშე. ერთხელაც აირისს დაეზარა გრილი ოთახიდან გასვლა ფუნჯების გასარეცხად და გადაწყვიტა ფუნჯის გარეშე, ხელის თითებით გაეგრძელებინა ხატვა. და აირისმა აღმოაჩინა, რომ ეს მეთოდი გაცილებით იოლი და საინტერესო იყო მისთვის. ეს არ იყო მხოლოდ ხატვა, ეს იყო სპექტაკლი, სადაც მსახიობებად გამოდიოდნენ თითები.

image
ჩაიცვამდა რა ლატექსის ხელთათმანებს, მხატვარი მაშინათვე ჩაეშვებოდა ფერების სამყაროში. ამ პროცესმა იმდენად გაიტაცა აირისი, რომ გადაწყვიტა ფუნჯი საბოლოოდ დაევიწყებინა და ის უყოყმანოდ გაცვალა ლატექსის ხელთათმანების შეკვრაზე.


წარმოგიდგენთ აირის სკოტის რამოდენიმე ნამუშევარს, შესრულებულს მისი უჩვეულო ტექნიკის საშუალებით.

imageimageimageimageimageimageimage






2
79
9-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
79
  
2013, 9 ოქტომბერი, 22:21
მართლაც საოცარი ნახატებია:)
2013, 9 ოქტომბერი, 22:20
უმშვენიერესია.
0 1 2