შოუბიზნესი ალა პუგაჩოვას შვილები, შვილიშვილები, ქმრები და ანდერძი! 2013, 7 ოქტომბერი, 16:10 ახალი სკანდალი ალა პუგაჩოვას შესაძლო დედობასთან დაკავშირებით და მისი ანდერძი, ინტერნეტ მედიის მთავარი თემაა. ბოლოსდაბოლოს რამდენი შვილის ''დედაა'' პრიმადონა?! თნამედროვე სამედიცინო მიხწევების წყალობით, შესაძლოა ისე გახდე ვინმეს ''დედა ან მამა'' - წარმოდგენა რომ არ გქონდეს ''მომხდარზე''! ამისათვის საჭიროა: კვერცხუჯრედი, პორცია სპერმატოზოიდი, სინჯარა და ''მაღალანაზღაურებადი მოხალისე''. ყველაფერს ამას კი, ერთ სიტყვაში - სუროგაცია ეწოდება! როგორც მიხვდით ''უშრომველ-უზრუნველად'' მშობლად გახდომა - ფუფუნებაა! ფუფუნების დეფიციტი კი ნამდვილად არ უდგას რუსული ესტრადის დედოფალს! ამიტომ, სუროგაციის წყალობით (როგორც რუსული სანფორმაციო საშუალებები იუწყებიან, სულ ახლახანს, ტყუპი გოგო-ბიჭი შესძენიათ ვარსკვლავურ წყვილს) დღეს ის, უკვე მეორედ, გახდა ''დედა'', ამჟამად ''მამა'' გალკინთან... 64 წლის პრიმადონას, ერთადერთი ''ნატურალური'' შვილი, პირველი ქორწინებიდან, ქრისტინე ორბაკაიტეა. მას შემდეგ ვერსიები, ალა პუგაჩოვას შესაძლო დედობასთან დაკავშირებით, არაერთხელ გაჟღერდა ფილიპ კირკოროვის შვილების დაბადების დროს... მომღერლის ყოფილი ქმარი საზოგადოების შოკირებას ამ რამოდენიმე თვის წინ შეეცადა როდესაც პატარა ალა-ვიქტორიას დაბადება აუწყა თაყვანისმცემლებს და მოგვიანებით - მარტინიც ''გამოაჩინა'' ... კირკოროვს, ამ ''ხრიკმა'', პრიმადონას ყურადღება ვერ დაუბრუნა, თუმც, გამჭრიახ გალკინს არაჩვეულებრივი იდეა მიაწოდა ''ქორონიკონ არეულ-დარეული'' ქორწინების განსამტკიცებლად! როგორც ცნობილია, ალა პუგაჩოვამ ანდერძი დაწერა და გამოაქვეყნა კიდეც რომლის თანახმად, ამჟმად, მის ხელთ არსებულ ქონებას, სრულად, ქრისტინეს და მის ვაჟს უნაწილებს. მაქსიმ გალკინი კი მხოლოდ პრიმადონას სიყვარულს უნდა დასჯერდეს, როგორც ეს ქორწინებისას მოითხოვა!.. ეს ალბათ კომიკოსის ყველაზე ''უიღბლო ხუბრობა'' იყო რასაც, დარწმუნრბული ვარ- მთელი ცხოვრება ინანებს! p.s. ვნახოთ რას შეცვლიან ახალშობილი ტყუპები ანდერძში... 1290 8-ს მოსწონს
|