ფოტოგრაფია გერმანელი ფოტოგრაფის პერფორმანსი და თანამედროვე ფოტოგრაფია 2013, 6 ოქტომბერი, 20:41 ცნობილმა გერმანელმა ფოტოგრაფმა კლაუდია როგემ (Claudia Rogge) მთელ მსოფლიოში სახელი გაითქვა თავისი არაორდინალური და გასაოცარი ფოტოსურათებით. ის პატარაობიდანვე იყო გატაცებული ფოტოგრაფიით, მაგრამ პირველი სერიოზული ნამუშევრები იყო 2004 წელს განხორცილებული პროექტები "ბრბო" და Mob. განსაკუთრებით საინტერესოა კლავდიას პროექტი Mob. ეს არის მობილური ინსტალაცია. ფოტოგრაფი მთელ მსოფლიოში მოგზაურობდა სრულიად გამჭვირვალე სატვირთოთი. პირველი ინსტალაცია mob il — 1, შედგებოდა 5000 პლასტმასის ბავშვის თავისაგან, ხოლო მეორე mob il — 2, - 66 შიშველი მამაკაცისაგან, რომლებიც მუხლებზე იდგნენ. განსაკუთრებულ ყურადღებას ხალხი მეორე სატვირთოს მიმართ იჩენდა: იხსენებდნენ ოსვენციმს და ჰოლოკოსტს. ამ ხალხის მასის თვალიერების დროს კლაუდიას გაუჩნდა იდეა, შეექმნა ისეთი ბრბო, სადაც ყურადღება იქნებოდა გამახვილებული არა რაიმე ისტორიაზე, არამედ ფორმასა და ესტეთიკაზე. როდესაც ვუმზერთ ფრინველების გადაფრენას, ყურადღებას იპყრობს მხოლოდ მოძრაობის ქორეოგრაფია, მისი სილამაზე. ასე დაიბადა ალბომი Rapport. ფოტოგრაფი მუშაობის დროს იყენებს პერფორმანსებს, ფოტო- და ვიდეოგადაღებებს. სურათების ძირითადი თემებია ინდივიდუალურობა და მასა. კლაუდია ყოველთვის მუშაობს გარკვეულ პიროვნებებთან, ხოლო შემდეგ მათ ათავსებს გარკვეულ კონტექსტში. ფოტოსურათებს გააჩნიათ ერთიანი გამოკვეთილი სტილი, ტექნიკური თვალსაზრისით ისინი ძალიან რთული შესასრულებელია. ხშირად როგეს სურათები სკანდალების მიზეზიც გამხდარა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მათ მიმართ დაინტერესება ძალიან დიდია. გთავაზობთ რამოდენიმე ფოტოს კლავდია როგეს უნიკალური და არაჩვეულებრივი სურათებიდან. 158 14-ს მოსწონს
|