ჯანმრთელი კვება ჯანმრთელობის და სილამაზის ვიტამინები 2012, 2 მაისი, 12:55 ![]() გაზაფხული ის დროა როცა ქალბატონები განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენენ საკუთარი გარეგნობის მიმართ. ამ დროს ორგანიზმი ვიტამინების მარაგების შევსებას ითხოვს. მათზე კი დიდად არის დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა და შესაბამისად სილამაზეც. ![]() A - კანს გლუვსა და ელასტიკურს ხდის, ხელს უშლის თმის ცვენას (სტაფილო, თევზის ქონი, ღვიძლი, რძის პროდუქტები, კვერცხი, მარცვლეული პროდუქტი) ![]() B1 - უზრუნველყოფს კანში, თმასა და ფრჩხილებში ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ პროცესებს(შვრია, ბარდა, წიწიბურა, კაკალი, ღორის ხორცი) ![]() B5 - ხელს უშლის ნაოჭების ნაადრევ წარმოქმნას(თხილი, ბოსტნეული, ხიზილალა, რძე, კვერცხის გული, ბანანი) ![]() B6 - ნივთიერებათა ცვლის პროცესების აქტიური სტიმულატორია(ხორბალი, თევზი, ხორცი, სიმინდი, კარტოფილი, სტაფილო, ავოკადო, პარკოსნები, კვერცხის გული) ![]() ![]() Bx - ამუხრუჭებს დაბერების პროცესს. ეწინააღმდეგება ნაადრევ ჭაღარას და ნაოჭების წარმოქმნას; ![]() ![]() D - ხელს უწყობს ძვლოვანი მასის გამაგრებას, ძვლების და კბილების. (ღვიძლი, თევზის ღვიძლის ცხიმი, რძის პროდუქტები, კვერცხის გული, მარგარინი) ![]() E - უჯრედების დაბერების პროცესს აფერხებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გრეთვე E ვიტამინი იცავს ზოგიერთ მემბრანებს რომლებსაც კიბოს გამოწვევა შეუძლიათ. (ხორცი, კვერცხის ყვითრი, ფოთლოვანი ბოსტნეული, ნიგოზი, რძის პროდუქტები, ხორბლის ჩანასახი, თესლისა და ბოსტნეულის ზეთი) ![]() 318 2-ს მოსწონს
|