ჯანმრთელი კვება ჯანმრთელობის და სილამაზის ვიტამინები 2012, 2 მაისი, 12:55 გაზაფხული ის დროა როცა ქალბატონები განსაკუთრებულ მზრუნველობას იჩენენ საკუთარი გარეგნობის მიმართ. ამ დროს ორგანიზმი ვიტამინების მარაგების შევსებას ითხოვს. მათზე კი დიდად არის დამოკიდებული ჩვენი ჯანმრთელობა და შესაბამისად სილამაზეც. A - კანს გლუვსა და ელასტიკურს ხდის, ხელს უშლის თმის ცვენას (სტაფილო, თევზის ქონი, ღვიძლი, რძის პროდუქტები, კვერცხი, მარცვლეული პროდუქტი) B1 - უზრუნველყოფს კანში, თმასა და ფრჩხილებში ნივთიერებათა ცვლის ნორმალურ პროცესებს(შვრია, ბარდა, წიწიბურა, კაკალი, ღორის ხორცი) B5 - ხელს უშლის ნაოჭების ნაადრევ წარმოქმნას(თხილი, ბოსტნეული, ხიზილალა, რძე, კვერცხის გული, ბანანი) B6 - ნივთიერებათა ცვლის პროცესების აქტიური სტიმულატორია(ხორბალი, თევზი, ხორცი, სიმინდი, კარტოფილი, სტაფილო, ავოკადო, პარკოსნები, კვერცხის გული) B12 - ხელს უწყობს ძვლოვანი მასის შენარჩუნებას და სისხლის წარმოქმნას, საჭიროა ზრდისა და სიჯანსაღის სესანარჩუნებლად.ის აგრეთვე მონაწილეობენ საკვების დაშლაში ენერგიის მისაღებად..(რძი პროდუქტები, კვერცხი, ნიგოზი, თევზი, მჭლე ხორცი, კართოფილი H - უზრუნველყოფს კანისა და თმის პიგმენტაციას, ეწინააღმდეგება კანის სიმშრალესა და აქერცვლას( საქონლის ღვიძლში, მიწის თხილში, პარკოსნებში, კენკრა) Bx - ამუხრუჭებს დაბერების პროცესს. ეწინააღმდეგება ნაადრევ ჭაღარას და ნაოჭების წარმოქმნას; C - ანტიოქსიდანტია, საჭიროა ზრდისა და ქსოვილთა ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის, განსაკუთრებით კანის, სისხლძარღვების, ძვლებისა და კბილებისათვის, ხელს უწყობს იმუნურ დაცვას (ციტრუსები, ლობიო, ასკილი, პომიდორი, ვაშლი, მარწყვი, გარგარი, ატამი) D - ხელს უწყობს ძვლოვანი მასის გამაგრებას, ძვლების და კბილების. (ღვიძლი, თევზის ღვიძლის ცხიმი, რძის პროდუქტები, კვერცხის გული, მარგარინი) E - უჯრედების დაბერების პროცესს აფერხებს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გრეთვე E ვიტამინი იცავს ზოგიერთ მემბრანებს რომლებსაც კიბოს გამოწვევა შეუძლიათ. (ხორცი, კვერცხის ყვითრი, ფოთლოვანი ბოსტნეული, ნიგოზი, რძის პროდუქტები, ხორბლის ჩანასახი, თესლისა და ბოსტნეულის ზეთი) K -ვიტამინი(ფილოქვინონი ანუ მელაქვინონი) აუცილებელია ღვიძლში პროტრომბინის სინტეზისათვის, საჭიროა სისხლის შედედებისთვის, ასევე ოსტოექონდროზის პროფილაკტიკისთვი (ღვიძლი, ხილი, ნიგოზი, პომიდორი, მწვანე ბოსტნეული, განსაკუთრებით კომოსტო) 318 2-ს მოსწონს
|