ცომეული ფრანგული პური 2013, 3 ოქტომბერი, 14:29 საფრანგეთში პურის გამოცხობაც კი ხელოვნებად აქციეს. უხეშად დაფქული ნაცრისფერი ფვქილისგან ამზადებენ სოფლის პურს, რომელსაც ყველაზე მეტად უხდება ფრანგული ყველეული. ამ პურს უმატებენ სხავდასხვანაირ სუნელ-სანელებლებს ისე, რომ პურის ცხობა პარფიუმერიის წარმოებას გაგახსენებთ. ბაგეტი გრძელი ფრანგული პურის ბატონია, მას ამზადებენ ხორბლის ფქვილისაგან, ბაგეტი იმდენად ფორებიანი და დრეკადია, რომ თუ მუჭში უმოწყალოდ მოიმწყვდევთ და მერე ხელს გაუშვებთ, რამდენიმე წამში პირვანდელ ფორმას აღიდგენს. ნამდვილი ფრანგი მეფუნთუშე აუცილებლად აცხობს კრუასანებს. კრუასანები ჰაეროვანი, ფენოვანი ფუნთუშებია ქიშმიშით ან კოჭათი. ნამდვილი კრუასანი პირში დნება და შედარებაც არ შეიძლება იმ კრუასანებთან, რომლებიც ჩვენს მაღაზიებში იყიდება. ფენოვანი ღვეზელები ვაშლით და ფუნთუშებში მოხარშული კრემით სულაც არაა ფრანგი კონდიტერების ზღვარი, სუფლე, ეკლერები, ბეზე, ზეფირი, ათქვეფილი კრემები და ჰაეროვანი ტორტები - ყველაფერ ამას მეფის მზარეულების ხელოვნებას უნდა ვუმადლოდეთ. 318 9-ს მოსწონს |
ისეთ როგორიც უნდა ოყის!!