სიდნეის ერთ-ერთი რესტორნის მენიუში 120 დოლარად შეფასებული ჰამბურგერი გამოჩნდა. რესტორნის მფლობელის განცხადებით, აქცია ერთ კვირას გაგრძელდება და ის ბეკონის კვირეულს მიეძღვნება.
120 დოლარად შეფასებული ჰამბურგერის შემადგენლობაში ავსტრალიური ბეკონი, შემწვარი იხვის კვერცხი, ყველი, შებოლილი პომიდორი და ხიზილალა შედის. მისი მომზადების იდეა რესტორნის შეფმზარეულს, კარლა ჯონს ეკუთვნის, რომელმაც განაცხადა, რომ თავად მსგავს ჰამბურგერს არსოდეს იყიდდა. რესტორნის მფლობელი იმედს იტოვებს, რომ 120 დოლარიანი ჰამბურგერით ბევრი ადამიანი დაინტერესდება.