მხატვრობა სურათები ორმაგი აზრით 2013, 2 ოქტომბერი, 22:58 იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელსაც არ უყვარს თავსატეხების ამოხსნა. ამ ცნობისმოყვარეობას თუ ხელოვნების, კერძოდ კი მხატვრობის სიყვარულიც თან ახლავს, მაშინ აუცილებლად დაინტერესდებით იმ უცნაური და შინაარსიანი ფერწერით, რომლის ნიმუშებიც მინდა დღეს შემოგთავაზოთ.
აქ წარმოდგენილ სურათებს აერთიანებს ერთი რამ:მათში დევს ორმაგი აზრი.ქვემოთ მოცემული სურათები სხვადასხვა ავტორებს ეკუთვნის, მაგრამ ყველა მათგანი შეიცავს გამოსახულებებს ოპტიკური ილუზიით.
"სურათები ორმაგი აზრით"–ასე უწოდებენ ავტორები თავიანთ არაჩვეულებრივ ნამუშევრებს, რადგან ერთ გამოსახულებაში უნდა ამოვიცნოთ მეორე, დაფარული და თვალისაგან არცთუ იოლად შესამჩნევი. ხშირად მათში დამალული ამოცანის ამოსახსნელად ეგრეთ წოდებული "მესამე თვალია" საჭირო.
გთავაზობთ რამიოდენიმე "სურათს ორმაგი აზრით" , ანუ "სურათს სურათში". 350 16-ს მოსწონს
|