x
image
მანჩო 777
საინტერესო იდეა საუზმისათვის
image
მინდა შემოგთავაზოთ იოლად მოსამზადებელი, გემრიელი და ნოყიერი საუზმის ორიგინალურად მომზადების ხერხი. ყველას კარგად გეხერხებათ მაკარონის და სოსისის მოხარშვა. ეს ყველაზე იოლია, რაც კი სამზარეულოში შეიძლება გააკეთოთ(კვერცხის შეწვის შემდეგ). მინდა გასწავლოთ, როგორ მოვხარშოთ ორიგინალურად ეს ორი პროდუქტი ერთად, რათა ლამაზიც იყოს და გემრიელიც. კერძის მოსამზადებლად დაგვჭირდება 300 გრამი სოსისი და 200 გრამი მაკარონი(სპაგეტი).

მაშ ასე, ავიღოთ სოსისი, დავჭრათ თოთოეული სამ ტოლ ნაწილად. თითოეულ ნაწილში გავუყაროთ მაკარონი რამოდენიმე ცალი, ასე გავამზადოთ ყველა მაკარონიანი სოსისი.

image

გაზქურაზე მოზრდილი ქვაბით დავადგათ წყალი(ნახევარზე ცოტა ზემოთ რომ იყოს). როცა ადუღდება, ჩავაყაროთ ერთი ჩაის კოვზი მარილი, ჩავყაროთ შიგ ეს სპაგეტიანი სოსისი და ვადუღოთ 5-7 წუთი.


imageმოხარშვის შემდეგ ამოვალაგოთ ქაფქირით ფართე თეფშზე და გემრიელად მივირთვათ.

5
1876
19-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1876
  
2015, 24 ნოემბერი, 20:05
დამჯერეთ საკმაოდ უგემურია არ გააკეთოთ ეგრე ცალ ცალკე ჭამეთ უკეთესია
2013, 20 დეკემბერი, 18:02
:)
2013, 20 დეკემბერი, 17:57
აჰა, ძალიან გარგი :)
2013, 20 დეკემბერი, 17:32
რა ნერვები უნდა? დაჭერით სოსისი და მაკარონი გაუყარეთ შიგ, ჩაყარეთ ადუღებულ წყალში და ეგაა:)
2013, 20 დეკემბერი, 17:31
კარგად გამოიყურება, მაგრამ გაკეთებას მაგარი ნერვები დაჭირდება
0 1 5