სიახლეები როგორ გავლენას ახდენს გულზე "კოკა-კოლა", სიმსუქნე და საუზმის გამოტოვება 2013, 29 სექტემბერი, 22:09 ყოველი წლის სექტემბრის ბოლო კვირა დღეს აღინიშნება გულის მსოფლიო დღე. ამ დღის დაარსება საჭირო გახდა იმიტომ, რომ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები სულ უფრო და უფრო მასშტაბური გახდა, გაიზარდა მსოფლიოში ამ ავადმყოფობით გარდაცვლილთა რაოდენობა. ეს დღე კი აგიატაცის უწევს იმას, რომ ადამიანებმა ყურადღება მიაქციონ ადრეულ სტადიაში ამ დაავადების მკურნალობას და პროფილაქტიკას. მაინც რა იწვევს გულის დაავადებებს და რით შეიძლება ვებრძოლოთ მას? - მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მამაკაცებში, რომლებიც ხშირად რჩებოდნენ საუზმის გარეშე, გულის შეტევებისა და იშემიური დაავადებების, ამასთანავე სიკვდილიანობის პროცენტული რაოდენობა 27%-ით მეტი, იყო, ვიდრე მათში, ვინც ყოველ დილით რეგულარულად საუზმობდა. ასეთი მამაკაცები ძირითადად არიან მწეველები, დაუოჯახებლები, ფიზიკური დატვირთვით ნაკლებად დაკავებულნი, რაც ხელს უფრო მეტად უწყობს იშემიური დაავადებების განვითარებას. მეცნიერები შეგვახსენებენ, რომ არც გვიან ჭამაა სასარგებლო გულისათვის. ასე რომ მამაკაცები, რომლებიც ხშირად ვახშმობენ გვიან ღამით, 55%-ით მეტად არიან მიდრეკილნი გულის დაავადებებისკენ. -მუცელზე დაგროვილი ზედმეტი ცხიმი და სიმსუქნე ასევე ძალიან ზრდის გულის დაავადებების და კიბოს რისკს. თუ ორი ადამიანი ერთი და იგივე წონისაა, მაგრამ ერთის ზედმეტი ცხიმი განაწილებულია მთელ სხეულზე, მეორისა კი ძირითადად მუცლის არეში, გაცილებით დიდია ამ მეორე ადამიანის გულით დაავადების რისკი, ასევე კიბოს რისკი. მუცელზე ზედმეტი ცხიმი -ეს ნიშნავს იმას, რომ შინაგანი ორგანოები ცხიმითაა დაფარული, ანუ გადაგვარებულია. -როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, "კოლას" ("კოკა-კოლა", "პეპსი-კოლა") ხშირი გამოყენება აგრეთვე ზრდის გულის დაავადებების რისკს. სიმინდის სიროფი, რომელიც ამ სასმელის შემადგენლობაში შედის, იწვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის მიერ წყლის შეწოვის გართულებას, რაც ხდება დიარეის და დიდი რაოდენობით სითხის დაკარგვის მიზეზი. გარდა ამისა, კოფეინი, რომელიც შედის "კოლას" შემადგენლობაში, თირკმელებიდან რეცხავს კალიუმს, ეს ელემენტი კი აუცილებელია გულის კუნთების ნორმალური მუშაობისათვის. კალიუმის უკმარისობამ შეიძლება არითმიამდე მიგვიყვანოს. გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობას, გაუფრთხილდით თქვენს გულს, იცხოვრეთ ჯანსაღი ცხოვრებით. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას! 244 11-ს მოსწონს
|