საზოგადოება ყველაზე საშინელი ოჯახური ფოტო ინტერნეტის ჰიტად იქცა 2013, 24 სექტემბერი, 21:12 ოჯახური ფოტოსესიის დროს დედას პატარა ბავშვი შემთხვევით გაუვარდა ხელიდან. საბედნიეროდ ბავშვი არ დაშავებულა, აი ოჯახი კი მთელმა მსოფლიომ გაიცნო. გაფიქრებაც კი საშინელებაა, რა შეიძლება დამართოდა ბავშვს, დედის ხელიდან ძირს გადავარდნილს, თუმცა ყველაფერი მშვიდობით დამთავრდა. ელიზაბეთ კრამერისა და მისი 6 თვის ჩვილის ფოტომ მთელი ინტერნეტი შემოიარა და ნამდვილ ჰიტად იქცა, რომელსაც განიხილავენ ლამის ყველა უცხოურ საიტზე. აგვისტოში ოჯახი ისვენებდა კალიფორნიაში, სან-კლემენსში, სწორედ აქ მოხდა ეს ისტორია. მორიგი სურათის გადაღების დროს პატარა ატირდა, დედა შეეცადა მის დამშვიდებას, მაგრამ ჩვილი გაჭირვეულდა და სცადა ელიზაბეთს ხელიდან გასხლტომოდა. სწორედ ამ დროს გადაიღო ფოტოგრაფმა ეს ტრაგიკომიკური სურათი. "ჩვენ ბავშვებს ვაქანავებდით, ერთი წამით გვერდზე მივიხედე და ამ დროს მესმის, როგორ ყვირის ჩემი ცოლი. -უამბო ჟურნალისტებს ოჯახის მამამ, 32 წლის სტივ კრამერმა. - შემოვბრუნდი და დავინახე, როგორ გააკეთა ჩემმა პატარა ბიჭმა სალტო ჰაერში და სახით ქვიშაზე დაეცა. საბედნიეროდ, პატარა ედისონი არ დაშავებულა, მაგრამ ის კარგა ხანს ვერ დამშვიდდა, ტიროდა შიშისაგან და ტკივილისაგან". ყველაზე საშინელი ოჯახური ფოტო ინტერნეტში Reddit-ზე 2 მილიონზე მეტმა მომხმარებელმა ნახა. 635 16-ს მოსწონს |
:(
წარმოიგინოს ყველამ ასეთი ამბის ატეხა და დაცინვა რა მტკივნეული იქნებოდა ამ დედისთვის
ფილმის ფრაზა გამახსენდა-"სამჭკუაშვილი ვარ ქრისტე ღმერთი კი არაო"