სხვა ბუნების საოცრება – შარამელის ფერადი ქვიშები 2013, 23 სექტემბერი, 13:04 შარამელი–ეს სოფელი კუნძულ მავრიკის (მადაგასკართან ახლოს) სამხრეთ დასავლეთში მდებარეობს, სადაც მხოლოდ 700 ადამიანი ცხოვრობს. მსოფლიოში სოფელი ცნობილია თავისი ბუნებრივი ღირშესანიშნაობით : ჩანჩქერებით, რომლებიც მდინარეებად გადაიქცევიან და ჩაედინებიან პირდაპირ ჩამქრალი ვულკანის კრატერში და ფერად ქვიშაში. ქვიშა–ეს არც მთლად სწორი სახელწოდებაა ბუნების ამ საოცრების. ბაზალტის ფრაგმენტები და ვულკანური ფერფლი, რომელმაც ვულკანის გაცივების შემდეგ ასეთი სახე მიიღო შეერია თიხას, რომლის შედეგად ნიადაგი შვიდფერად ჩამოყალიბდა. ნიადაგის მასები წვიმის დროსაც არ ერევა ერთმანეთს, რომლის მიზეზი მისი გამძლეობა და სიმტკიცეა. არსებობს უფრო მარტივი ახსნაც: რკინის ოქსიდი, რომელსაც ნიადაგი შეიცავს წითელი შეფერილობისაა, ასევე ალუმინის ოქსიდიც რომელიც აქ არის ლურჯი და მწვანე ფერით ხასიათდება. აქედან გამომდინარე სხვადასხვა ფერის ნიადაგი წარმოიქმნა. 58 2-ს მოსწონს
|