ფოტოგრაფია ათი ყველაზე ძვირი ფოტოსურათი მსოფლიოში 2013, 19 სექტემბერი, 21:54 ხელოვნება დიდი ხანია გადაიქცა კომერციული ურთიერთობების ობიექტად. თუმცა პრინციპს:"ხარისხი განსაზღვრავს ფასს", აქ ყოველდღიური მოხმარების საგნებისაგან სრულიად განსხვავებული დანიშნულება აქვს. ხშირად ძნელი გასაგებია, თუ რატომ ღირს ხელოვნების ესა თუ ის ნიმუში ასეთი ძვირი. ასე ხდება ხელოვნების ყველა სფეროში და არც ფოტოგრაფიაა გამონაკლისი. წარმოგიდგენთ ათ ყველაზე ძვირად შეფასებულ ფოტოგრაფიას მსოფლიოში :
1. " Rhein II " -ავტორი ანდრეას გურსკი.
ანდრეას გურსკი- გერმანელი ფოტოგრაფია, რომელიც დაიბადა 1955წელს ლაიფციგში, მაგრამ ამჯამად ცხოვრობს და მოღვაწეობს დიუსელდორფში.
გურსკი ცნობილია თავისი დიდი ფორმატის პანორამული ფოტოგრაფიებით, მაგრამ ყველაზე პოპულარულია მისი ფოტო"Rhein II".
ფოტო წარმოადგენს ევროპის ერთ ერთი უდიდესი მდინარის-რეინის პანორამულ გამოსახულებას. დღესდღეობით ეს სურათი ითვლება უძვირესად მსოფლიოში. ციფრული დამუშავების მეშვეობით სურათიდან წაშლილია შენობები და გამვლელები. ამ სურათის ყურების დროს გვახსენდება მალევიჩის "შავი კვადრატი". თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ბევრს არ ესმის ასეთი ხელოვნება. Christie-ის აუქციონზე 2011 წელს ეს ფოტოგრაფია შეფასებული იყო 2, 5 მილიონად, თუმცა გაცილებით ძვირად, 4 338 500 დოლარად გაიყიდა. მყიდველის ვინაობა უცნობია. 2. "Untitled #96" -სინდი შერმანის ფოტოგრაფია სინდი შერმანის ფერადი ფოტოების სერიიდან ყველაზე ცნობილია 96-ე სურათი. მას მეორე ადგილი უჭირავს უძვირეს ფოტოგრაფიებს შორის. მიუხედავად არცთუ მდიდარი კომპოზიციისა, სურათი დიდი აზრის მატარებელია. მასზე გამოსახულია მოზარდი გოგონა, უმწიკვლო და ამასთანავე მაცდური, რომელიც თითქოს გვიხსნის, როგორ შეიძლება ქალურმა ძალამ ამოხეთქოს სულის სიღრმიდან. სურათი Christie-ის აუქციონზე გაიყიდა 3 890 000 დოლარად. 3."Untitled, Cowboy" - ავტორი რიჩარდ პრინსი. ფოტოგრაფია წარმოადგენს Marlboro-ს სარეკლამო პლაკატს და გაიყიდა Sotheby-ის აუქციონზე 3 401 000 დოლარად, მყიდველი უცნობია. 4."99 cent"-ანდრეას გურსკი გურსკის სურათი "99ცენტი" Sotheby-ის აუქციონზე გაიყიდა 3 346 456 დოლარად. მისი ბედნიერი მფლობელია უკრაინელი ბიზნესმენი ვიქტორ პინჩუკი. 5."ტბა მთვარის შუქზე"-ედუარდ სტაიხენი ფოტოს ფასია 2 928 000 დოლარი. 6."Billy Kidd"-უცნობი ავტორი ბილი კიდი ცნობილი დამნაშავე იყო ველურ დასავლეთში. იგი მოკლა შერიფმა პეტი გარატმა, მერე კი მისი ბიოგრაფია დაწერა. სწორედ აქედან გახდა ცნობილი ბილი. ფოტოსურათი მიეკუთვნება ერთ ერთ უძველეს ფოტოგრაფიას და სწორედ ეს განსაზღვრავს მის ფასს:2 300 000 დოლარი. 7. " Тобольский кремль"-დიმიტრი მედვედევი ფოტოს ფასი განპირობებულია მისი ავტორის ცნობადობით, რადგან ის, არც მეტი, არც ნაკლები, რუსეთის პრეზიდენტია. სურათი გაიყიდა საქველმოქმედო საღამოზე 51 მილიონ რუბლად. ფოტო გადაღებულია ვერტმფრენიდან დიმიტრი მედვედევის მიერ. 8."Nude"-ავტორი ედუარდ უესტონი, გადაღებულია 1925 წელს. ფოტო გაიყიდა 1 609 000დოლარად. 9.''Georgia O'Keeffe, hands"-ალფრედ სტიგლიცი. სტიგლიცი დაქორწინებული იყო მხატვარზე Georgia O'Keeffe. მისმა პორტრეტებმა მას არნახული წარმატება მოუტანა. სურათი გაიყიდა 1 470 000 დოლარად. 10. ''Georgia O'Keeffe, nude"-ალფრედ სტიგლიცი. ფოტოსურათი გაიყიდა 1 360 000 დოლარად. 601 12-ს მოსწონს |
:D