შოუბიზნესი რაში ადანაშაულებს უმცროსი და ჯულია რობერტს? 2013, 19 სექტემბერი, 16:00 ჰოლივუდის ცნობილი ვარსკვლავის ჯულია რობერტსის დამ ინტერვიუ მისცა რუსულ ჟურნალ "7 დღე."მან უფროსი და დაადანაშაულა ახლობლების უყურედღებობაში.ჯულიას დედა ქმართან უოლტერ რობერტსონთან გაშორების შემდეგ, მეორეჯერ გათხოვდა. სწორედ მეორედ ქორწინებაში ყოფნისას გაუჩნდა გოგონა ნენსი მოუტსი.ჯულია და ნენსი დები არიან დედის მხრიდან.როგორც გაირკვა დებს არ აქვთ კარგი ურთიერთობა."როდესაც ცხოვრობ ისეთ ოჯახში სადაც ყველა გამოირჩევა ფიზიკური სილამაზითა და ასევე ნიჭიერებით ეს დამანგრევლად მოქმედებს შენს ფსიქიკაზე, ბავშვობაში ჯულია ბევრს თამაშობდა ჩემთან, როდესაც ჯორჯიის შტატის ერთ-ერთ პატარა ქალაქში ვცხოვრობდით და მას შეეძლო კარგი და ყოფილიყო."-აცხადებს ნენსი.აღმოჩნდა, რომ ჯულია მუდამ უყვიროდა მის დას და შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებოდა.საყვედურობდა მას ზედმეტი წონის გამო და ხაზს უსვამდა მის არაკარგ გარეგნობას, რამაც ნენსიზე უარყოფითად იმოქმედა და 12 წლის იყო როდესაც უკვე დეპრესია აწუხებდა.ნენსი კი დის შენიშვნებზე ძალიან ბრაზდებოდა და უფრო მეტს ჭამდა.როდესაც გამოვიდა ფილმი "ლამაზმანი" ნენსი მერვე კლასში იყო ბავშვები მას დასცინოდნენ და "მეძავის დას" ეძახდნენ, რაც ძალიან ცუდად აისახა მის ფსიქიკაზე. 2009 წელს ჯულიასა და ნენსის დედას ინფაქტი დაემართა ჯულია გადაღებებზე იმყოფებოდა და რადგან საჭიროდ ჩათვალა დედასთან ახლოს ყოფილიყო იყიდა სახლი და დედა იქ გადაიყვანა.ყველაფერი კარგად იყო სანამ ნენსი გამოჩნდებოდა. მათი შხვედრა ისევ ჩხუბით დამთავრდა. მიზეზი კი ისევ ნენსის წონა იყო. ბევრი ჩხუბის შემდეგ ჯულიამ აიძულა და გაეკეთებინა კუჭის რეზექცია და 125 კგ.-დან 72-ზე ჩამოვიდა, ოპერაციის საფასური კი 32000 დოლარი ნენსიმ კრედიტით აიღო ჯულიას არც გაუფიქრებია დას დახმარებოდა. ჯულია ერთხელ მოეხმარა მის დას და ერთ-ერთ სატელევიზიო პროექტში პროდიუსერის თანაშემწედ დაინიშნა, მაგრამ მიუხედავად ამისა ნენსი მაინც არ მალავს და საუბრობს მათ დაძაბულ არასასიამოვნო ურთიერთობებზე."არ მინდა ვილაპარაკო მასზე, მაგრამ დროთა განმავლობაში მას შეეცვალა წარმოდგენა რეალურ სამყაროზე, მას მუდმივად ახვევია გარს ხალხი, რომელთაც უპრობლემოდ შეუძლიათ უთხრან, რომ ის ულამაზესია მიუხედავად იმისა ფიქრობენ თუ არა ასე.შემიძლია გითხრათ მხოლოდ ერთი მისმა ჩემდამი დამოკიდებულებამ უფრო გაამწვავა ჩემი დეპრესია და სურვილი დავემალო ხალხს და გავექცე ჩემს პრობლემებს.არამგონია ეს ყველაფერი ჩემი ფიგურით იყოს გამოწვეული ვფიქრობ, რომ ჩემი ფიგურა კიდევაც, რომ ყოფილიყო, როგორც მოდელის ჩვენ ურთიერთობაში მაინც არაფერი შეიცვლებოდა" აღსანიშნავია აგრეთვე ისიც, რომ ჯულიას არა აქვს კარგი ურთიერთობა მის ძმასთან ერიკ რობერტსონთან. ნენსი ცოტა ხნის წინ გათხოვდა ის უკვე ძალიან კარგად გამოიყურება. დამ ბედნიერება არ მიულოცა პირიქით სიძეს "უსაქმური" უწოდა. ნენსი არ გამორიცხავს, რომ ჯულია არ მივა დის ქორწილში, რადგან მას არ სურს გამოაჩინოს მისი ახლობლები საზოგადოებაში, რაზედაც ძალიან გული წყდება. 162 8-ს მოსწონს
|