შოუბიზნესი ქართული ფილმი, რომელიც ოსკარზეა წარდგენილი 2013, 18 სექტემბერი, 17:10 ყველა მოუთმენლად ელოდება ახალი ქართული ფილმის პრემიერას, რომელმაც მთელი მსოფლიოს ყურადღება მიიქცია და ოსკარის ნომინანტი გახდა. საუბარია ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის მიერ გადაღებულ ფილმზე "გრძელი ნათელი დღეები", რომელიც 19 სექტემბერს გამოვა ეკრანებზე. ოსკარის ნომინაცია, თავისთავად, წარმატების მწვერვალია, თუმცა ფილმმა მანამდეც არანაკლები წარმატება მოიპოვა, ვინაიდან გახდა ბერლინის, ჰონკონგის, ოდესისა და პარიზის საერთაშორისო ფესტივალების ლაურეატი. ფილმის სიუჟეტი 90-იანი წლების პერიოდს ეხება, სადაც აღწერილია ორი პატარა გოგონას მეგობრობა, მთავარ როლს კი ნორჩი მსახიობები ლიკა ბაბლუანი და მარიამ ბოკერია ასრულებენ. ოსკარის დაჯილდოების ცერემონიამდე ფილმს კიდევ რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევს, რათა ზუსტად გადაწყდეს, თუ რომელ ნომინაციაში იქნება იგი წარდგენილი. თავად ოსკარის დაჯილდოება 2 მარტს გაიმართება და ვიმედოვნებთ, "გრძელი ნათელი დღეები" სანატრელ ჯილდოს მოიპოვებს. 341 7-ს მოსწონს
|