x
image
L.C.
ვარსკვლავები, რომლებიც როლისთვის შეიცვალნენ
ჰოლივუდის ვარსკვლავები ყოველთვის გვაჯადოებენ თავიანთი მომხიბვლელობით ეკრანებიდან, თუმცა ეს საკმაოდ ძვირად უჯდებათ და ხშირად როლის გამო საკმაოდ დიდ მსხვერპლზე უწევთ წასვლა.გთავაზობთ იმ ვარსკვლავების მცირე ჩამონათვალს, რომლებმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანეს გარეგნობაში, რათა ზუსტად მორგებოდნენ თავიანთ მიერ განსახიერებულ პერსონაჟებს.


image





1.ფილმისათვის "მონსტრი" შარლიზ ტერონმა 13 კილოგრამი მოიმატა და საგრძნობლად გაიღიავა წარბები, თანაც, რამდენიმე თვის განმავლობაში საერთოდ არ იყენებდა კოსმეტიკას, მაგრამ ამ მსხვერპლის გაღება ნამდვილად ღირდა, რადგან სწორედ ამ როლში აიღო ოსკარი.








ბინდის საგა - "ახალ მთვარეში"მონაწილეობისას, ტეილორ ლუტნერს


შანსი მიეცა საკუთარი თავი ბოლომდე წარმოეჩინა, რაც მან შეძლო კიდეც. image

მსახიობმა 15 კილოგრამი მოიმატა და მრავალი თვის განმავლობაში ვარჯიშობდა, რომ მაქსიმალურად დაკუნთული სხეული ჰქონოდა.





image




ნატალი პორტმანმა შოკში ჩააგდო თავისი თაყვანისმცემლები, როდესაც ფილმ "ვენდეტაში" თავგადაპარსული

გამოჩნდა.მან არანაკლები მსხვერპლი გაიღო "შავ გედზე" მუშაობის დროსაც.ბალერინის განსახიერებისათვის ვარსკვლავი ნახევარი წლის მანძილზე ყოველდღიურად 8 საათს უთმობდა ბალეტში ვარჯიშს, შედეგად კი 15 კილოგრამიც დაიკლო.






image




შესაძლოა გაგიკვირდეთ, მაგრამ სერიალ "ჭორიკანას" ვარსკვლავი ლეიტონ მისტერი სინამდვილეში ქერაა.მან თმა სწორედ ამ როლისთვის გადაიღება და სურდა კიდეც ბუნებრივი ფერის დაბრუნება, რაზეც მის

ფანებს არც ისე კარგი რეაქცია ჰქონდათ.ლეიტონმა სწორედ გარეგნობით მოხიბლა გადამღები ჯგუფი და ეს როლი თვით ლიდსი ლოჰანს წაართვა.






image


2012 წელს ეკრანებზე გამოვა ფილმი "კოსმოპოლისი" რომელშიც თინეიჯერების კუმირი, "ბინდის" ვარსკვლავი რობერტ პატინსონი ითამაშებს.იგი საზოგადოებაში ახალი, მეტად უცნაური ვარცხნილობით გამოჩნდა, თუმცა ჟურნალისტებს განუმარტა, რომ ახალი სტილი სწორედ ფილმის გამო მოირგო.


image


მიშელ უილიამსმა კი გაიღიავა თმა, შეიცვალა ვარცხნილობა და დაიკლო წონაში ფილმისთვის "ჩემი კვირა მერლინთან".მსახიობს დიდი დრო დასჭირდა რომ მერლინ მონროს მიმიკები აეთვისებინა და ზუსტად გადმოეღო მისი მანერები, თუმცა ვარსკვლავის პოპულარობა ამ როლის შემდეგ განსაკუთრებით გაიზარდა.image

რუნი მარასთვის ნამდვილი შოკი იყო, საკუთარი თავის დანახვა, როცა ის სტილისტებმა "გარდაქმნეს" ფილმისთვის "გოგონა დრაკონის ტატუთი".მსახიობს თითქმის გაქრობამდე გაუღიავეს წარბები, შეჭრეს და გაუმუქეს თმა და, რაც მთავარია, მთელი გადაღებების მანძილზე მას ცხვირსა და ტუჩზე პირსინგების ტარება უწევდა.


image








ფილმისთვის "ბიჭები არ ტირიან" ჰილარი სვონკმა საკუთარ ხმაზეც კი იმუშავა, რომ იგი მამაკაცისას დამსგავსებოდა, აღარაფერს ვამბობთ გარეგნობაზე, რადგან მას მართლაც ძნელად თუ გაარჩევთ ბიჭისაგან.ამ როლზე ის სწორედ კაცური გარეგნობის გამო აიყვანეს, თმის დამოკლებით კი მართლაც ეფექტურ შედეგს მიაღწიეს.







ასე რომ, ვარსკვლავური ცხოვრება არც ისე ადვილია, უამრავი მსახიობი გარეგნულ ცვლილებებს ძალიან მძიმედ აღიქვამს, თუმცა დამეთანხმებით, რომ ისინი ყოველთვის ახერხებენ ჩვეულ ფორმაში დაბრუნებას და საკუთარი სილამაზის წარმოჩენას.

0
634
7-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
634