x
image
L.C.
იან სომერჰალდერის რომანები
imageყველასათვის ცნობილი "ვამპირების დღიურების" ვარსკვლავი იან სომერჰალდერი ყოველთვის იყო განებივრებული საპირისპირო სქესის ყურადღებით.ყველასთვის ცნობილია, რომ დღესღეობით იგი ამავე სერიალის მსახიობ ნინა დობრევს ხვდება, თუმცა მანამდე მან საკმაოდ ბევრი პარტნიორი გამოიცვალა, რომლებშიც ძირითადად ცნობილ სახეებს შეხვდებით.გთავაზობთ ამ ქალბატონების ჩამონათვალს.

2002 წლის დეკემბერში იანმა შოუში "Young Americans" გაიცნო image
მსახიობი ქეით ბოსვორტი(თამაშობს ფილმში "21", "შეხვედრა ვარსკვლავთან" და ასე შემდეგ), რომელთანაც ზაფხულში რომანი გააბა, თუმცა მათი ურთიერთობა მხოლოდ 5 თვეს გაგრძელდა.

image 2004 წელს იგი ხვდებოდა ჰოლივუდში ყველასთვის ცნობილ ბიზნესვუმენს, ნიკი ჰილტონს, თუმცა მათი რომანი კიდევ უფრო ხანმოკლე აღმოჩნდა და წყვილი მალე დაშორდა ერთმანეთს.

2006-2007 წლებში იანს გახმაურებული რომანი ჰქონდა მსახიობ image
მეგი გრეისთან, რომელიც მის დას ასახიერებდა ფილმში "დაკარგულები".წყვილი თავიდან ურთიერთობას ასაიდუმლოებდა, თუმცა პაპარაცებს არ გამოჰპარვიათ მათი შეხვედრები.დაშორების შემდეგ მეგიმ პრესას განუცხადა, რომ იანი არაჩვეულებრივია, თუმცა რადგანაც თვითონ ჯერ 22 წლისაა, სერიოზული ურთიერთობები ჯერ ვერ ექნება.


image2009 წელს ვარსკვლავს ურთიერთობა ჰქონდა მსახიობ ეშლი გრინთან, რომელსაც მაყურებელი "ბინდის" საგიდან იცნობს.პაპარაცებმა ისინი პირველად ვანკუვერში, ერთ-ერთ კონცერტზე დააფიქსირეს, სადაც წყვილი გამუდმებით კოცნიდა ერთმანეთს.image

2010 წელს იგი ხვდებოდა მეგან ოულდს, რომლის სახელიც შოუბიზნესში არაა ცნობილი, თუმცა მათი ურთიერთობა ოფიციალური არ ყოფილა, წყვილი მხოლოდ ერთხელ შენიშნეს ხელჩაკიდებულები ქუჩაში.

image 2010 წლიდან კი, როგორც ვთქვით, იანი გადასაღებ მოედანზე ნინას შეხვდა და მათი რომანი სწრაფად განვითარდა.ხშირად ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ წყვილი დაქორწინებას გეგმავს, თუმცა როგორ განვითარდება მოვლენები, მომავალში ვნახავთ.


7
365
8-ს მოსწონს
ავტორი:L.C.
L.C.
365
  
2014, 25 ნოემბერი, 15:51
ნინასაც დაშორდა უკვე
2012, 14 ოქტომბერი, 17:32
კაი ბიჭუნაა:D
2012, 14 ოქტომბერი, 0:55
არ ვუყურებ მანდ არ ვიცი როგორია
2012, 14 ოქტომბერი, 0:53
ქერა თმაში კი და ვამპირის დღიურებში დიდად არ მენაზება:)))
2012, 13 ოქტომბერი, 23:42
ნაზიკოა სუფთა :D
2012, 13 ოქტომბერი, 22:21
ლამაზი თვალები აქვს,თუმცა ასეთი ნაზი და ქალური სილამაზიც კაცები ნაკლებად ვიდიანია,
0 1 7