კახი კალაძე და ანუკი არეშიძე მესამე შვილს ელოდებიან?
2013, 14 სექტემბერი, 15:25
როგორც ცნობილია, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე მესამე შვილს ელოდება.მისი მეუღლე ულამაზესი დიზაინერი და მოდელი ანუკა არშიძე ორსულადაა.შეგახსენებთ, რომ წყვილს ორი ბიჭი ჰყავს.ქალბატონი ანუკა აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწევა.ის "გამარჯვებულ ქალთა კლუბს'' ხელმძღვანელობს ასევე აქტიურ მონაწილეობას იღებს საქველმოქმედო ღონისძებების მოწყობაში.რამოდენიმე ხნის წინ მან "ჩვენ გამოგვივა" ამ სახელწოდების პრეზენტაცია გამართა რაც ონკოლოგიურად დაავადებული ქალების მკურნალობის დაფინანსებას ითვალისწინებდა. მისი როგორც დიზაინერის მოღვაწეობა საზოგადიებისათვის ბიჭოლასთან ასოცირდება მაგრამ მათი დუეტი დაიშალა.ანუკის თქმით ის მარტო მუშაობს და რომელიმე დიზაინერით ბიჭოლას ჩანაცვლებას გამორიცხავს.მთელი ზაფხული ანუკა მუშაობდა და ნოემბერში ახალ ჩვენებას გეგმავს.ქალბატონი ანუკა ულამაზესი ოჯახის დიასახლისია და მისი თქმით, რომ ვთქვათ ყველანაირად ცდილობს პირველ რიგში ოჯახს ყურადღება და სიყვარული არ მოაკლოს, მისი ძალიან დაკავებული მეუღლე მაქსიმალურად არ შეაწუხოს და თვითონ გაუმკლავდეს ოჯახურ პრობლემებს. წარმატებას უსურვებთ ლამაზ ქალბატონს.