x
image
თამუნა გეწაძე
ალა პუგაჩოვა არ "მისცემს" ბავშვებს ელტონ ჯონს?.

imageრუსეთის ერთ-ერთი პარტიის"სამოქალაქო პლათფორმის" თავმჯდომარე- მიხეილ პროხოროვია.ამ პარტიის წევრია, რუსეთის ესტრადის პოპულარული მომღერალი, ალა პუგაჩოვა.პარტიის გადაწყვეტილებით, უნდა შეიქმნას საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაეხმარება ოჯახებს იშვილონ ობოლი და ავადმყოფი ბავშვები.პრიმადონამ ასევე კომენტარი გააკეთა თუ რატომ თვითონ არ იშვილა ასეთი ბავშვი."ეს სიტუაცია, რომ ათი წლის წინ ყოფილიყო, მე აუცილებლად ვიშვილებდი ასეთ ბავშვს. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ვინც ამ ნაბიჯს გადადგამს აუცილებლად უნდა იყოს ჯანმრთელი, როგორც ფიზიკურად ისე მორალურად. მორალურად კი, მაგრამ ფიზიკურად ჩემს მდგომარეობაზე მე ვეჭვობ, ასეთ ბავშვებს არ უნდათ დიდი სახლი, მათ უნდათ მზრუნველობა, სითბო და ძალიან დიდი ნებისყოფა, მე კი ეს დღეს არა მგონია, რომ შემეძლოს."

მიხაილ პროხოროვმა კი განაცხადა:"მე დღეში ვმუშაობ 15-16 საათი და არ მაქვს დრო, ბავშვის აღსაზრდელად, ბავშვს ჭირდება ოჯახი, რომელიც ჯერ-ჯერობით მე არ მაქვს ამისთვის საჭიროა დავოჯახდე".

პრიმადონა ასევე წინააღმდეგია, რომ ასეთი ბავშვები ჰომოსექსუალურ ოჯახს მიაშვილონ."მე წინააღმდეგი ვარ მხოლოდ ერთი მიზეზით, ვიცნობ, რა ელტონ ჯონს ვიცი, როგორი ძნელია ეს მისთვის.როგორი ოჯახიც არ უნდა იყოს ეს, აქ არის ორი მამაკაცი და მათთვის ეს იქნება ძალიან ძნელი".მე წინაღმდეგი ვარ ამის განაცხადა ალამ.

1
58
6-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
58
  
2013, 31 მაისი, 12:26
თამუნა
0 1 1