სალათები სალათა "ბროწეულის სამაჯური" (ფოტოგაკვეთილი) 2013, 13 სექტემბერი, 23:09 ინგრედიენტები:
კარტოფილი -500გრამი
ჭარხალი- 500 გრამი
ქათმის ფილე-400 გრამი
ხახვი- 2-3 თავი მაიონეზი- 250-300 გრამი მარილი ბროწეული- 1 ცალი მომზადება: მოვხარშოთ ქათმის ფილე, წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ ტაფაზე ზეთში დაჭრილ ხახვთან ერთად. კარტოფილი მოვხარშოთ და გაცივოთ. გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. გახეხილი კარტოფილი მოვათავსოთ სასალათეზე გულამოღებული რგოლის მსგავსად 2-3 სანტიმეტრის სიმაღლის ფენად. ცენტრში შეიძლება მოვათავსოთ ჭიქა და გარშემო შემოვაწყოთ გახეხილი კარტოფილი, რათა სალათმა უფრო ლამაზი ფორმა მიიღოს. მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და გადავუსვათ მაიონეზი. მოვათავსოთ კარტოფილის ფენაზე ხახვში მოშუშული ქათმის ფილე. გავასწოროთ ლამაზად და მასაც წავუსვათ მაიონეზი. მოვხარშოთ და გავაციოთ ჭარხალი. გავხეხოთ მსხვილ სახეხზე და მოვათავსოთ ქათმის ფილეს ფენაზე. მასაც გადავუსვათ მაიონეზი. სალათის ზედა ფენა მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით. ფრთხილად ამოვიღოთ ჭიქა, რათა სალათმა ფორმა არ დაკარგოს. მიირთვით გემრიელად. 356 12-ს მოსწონს
|