სალათები სალათა "ბროწეულის სამაჯური" (ფოტოგაკვეთილი) 2013, 13 სექტემბერი, 23:09 ![]() ხახვი- 2-3 თავი მაიონეზი- 250-300 გრამი მარილი ბროწეული- 1 ცალი ![]() ![]() წვრილად დავჭრათ და მოვშუშოთ ტაფაზე ზეთში დაჭრილ ხახვთან ერთად. ![]() კარტოფილი მოვხარშოთ და გაცივოთ. გავხეხოთ მსხვილ სახეხზე. ![]() გახეხილი კარტოფილი მოვათავსოთ სასალათეზე გულამოღებული რგოლის მსგავსად 2-3 სანტიმეტრის სიმაღლის ფენად. ცენტრში შეიძლება მოვათავსოთ ჭიქა და გარშემო შემოვაწყოთ გახეხილი კარტოფილი, რათა სალათმა უფრო ლამაზი ფორმა მიიღოს. მოვაყაროთ ცოტაოდენი მარილი და გადავუსვათ მაიონეზი. ![]() მოვათავსოთ კარტოფილის ფენაზე ხახვში მოშუშული ქათმის ფილე. გავასწოროთ ლამაზად და მასაც წავუსვათ მაიონეზი. ![]() მოვხარშოთ და გავაციოთ ჭარხალი. გავხეხოთ მსხვილ სახეხზე და მოვათავსოთ ქათმის ფილეს ფენაზე. მასაც გადავუსვათ მაიონეზი. ![]() სალათის ზედა ფენა მოვრთოთ ბროწეულის მარცვლებით. ფრთხილად ამოვიღოთ ჭიქა, რათა სალათმა ფორმა არ დაკარგოს. მიირთვით გემრიელად. 354 12-ს მოსწონს
|