სისხლის სამართალი პოლიციელმა თავი მოიკლა. საინტერესოა, ვინ მიიყვანა ის თვითმკვლელობამდე 2013, 13 სექტემბერი, 12:35 წუხელ, გვიან ღამით, პოლიციის თანამშრომელმა თავი მოიკლა. შემთხვევა სამტრედიის რაიონის სოფელ დიდ ჯიხაიშში მოხდა. გარდაცვლილი პოლიციელი აკაკი ჩიკვაიძე პოლიციის შენობის გვერდით არსებულ მოსასვენებელ ოთახში იპოვეს. სასიკვდილო ჭრილობა მისივე ტაბელური იარაღითაა მიყენებული. გარდაცვლილის ცხედარი წუხელისვე გადაასვენეს ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში. გარდაცვლილი აკაკი ჩიკვაიძე ამავე რაიონის პროკურორის ამირან ჩიკვაიძის ძმაა. დაიწყო გამოძიება, რომელიც თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს. საინტერესოა, ვინ მიიყვანა გარდაცვლილი თვითმკვლელობამდე? ფიგურირებს თუ არა ამ საქმეში მისი ძმა? 110 6-ს მოსწონს
|