საზოგადოება კეიტ მიდლტონმა ვერ გაუძლო დედობის სირთულეს და თავისი გადაწყვეტილება შეცვალა 2013, 12 სექტემბერი, 22:43 მაშინ როცა ფეხმძიმედ იყო, ჰერცოგინია კეიტ მიდლტონმა არაერთხელ განაცხადა, რომ ძიძები და გუვერნანტკები მას არ სჭირდებოდა მომავალი შვილისათვის. ერთადერთი, ვისაც ის შვილის მოვლას ანდობდა, მისი მშობლები-ქეროლი და მაიკლი იქნებოდნენ. თუმცა შვილის გაჩენიდან თვენახევრის შემდეგ ახალგაზრდა დედამ გადაწყვეტილება შეცვალა. მან გადაწყვიტა უარი არ ეთქვა პროფესიონალი ძიძის სამსახურზე. როგორც ცნობილი გახდა, პატარა პრინცზე ზრუნვაში კეიტს დაეხმარება 71 წლის ქალბატონი ჯესი უები. მისი აღზრდილია არაერთი ცნობილი ადამიანი სამეფო კარზე. სწორედ ჯესი იყო დაკავებული პრინცების უილიამისა და ჰარის აღზრდით. სხვათაშორის, ფსიქოლოგები არ ურჩევენ 1, 5-2 წელზე ადრე ბავშვისათვის ძიძის აყვანას. ისინი თვლიან, რომ ამ ასაკამდე სასურველია ბავშვი მხოლოდ დედ-მამის მეთვალყურეობით იზრდებოდეს. შეგახსენებთ, რომ პატარა პრინცი ჯორჯ ალექსანდრ ლუი დაიბადა 22 ივლისს და მისი ასაკისდა მიუხედავად, ითვლება ერთ-ერთ პოპულარულ ადამიანად არამარტო ბრიტანეთში, არამედ მსოფლიოში. ახლახანს ის გახდა უნებლიე "დამნაშავე" სამეფო კარზე ატეხილ მორიგ სკანდალში:კამილა პარკერ-ბოულზმა, პრინც უილიამის დედინაცვალმა, კეტრინი დადანაშაულა ქმრის ღალატში. 558 12-ს მოსწონს
|