სხვა ყველაზე სასტიკი გამონათქვამები მსოფლიოში 2013, 12 სექტემბერი, 11:41 1. შარლ მონტესკიე (1689-1755)
-ყველაზე სასტიკი ტირანია ის არის, რომელიც კანონიერების ფესვებიდან და სამართლიანობის დროშით გამოდის. 2. მიშელ მონტენი (1533-1592) -შიში-სისასტიკის დედაა. 3. სენეკა (4 საუკ. ჩვ. წ.აღ-მდე) -მაჩვენეთ, ის რომელიც არ არის მონა ამა თუ იმ აზრით! ან მონა ვნების, ან ეგოისტური გაუმაძღრობის, ან პატივმოყვარეობის! 4. პლუტარქე ( ჩვ. წ. აღმ-მდე 45-127წ.) –არ არსებობს მხეცი-ადამიანზე სასტიკი, თუ მას ძალაუფლებაც თან ერთვის. 5. დანტე ალიგიერი (1265-1321) -ტყუილი და ძალა-აი რა არის ბოროტების იარაღი- 6. ჯეფრი ჩოსერი (1340-1400) -სიხარბე ყველა ბოროტების საფუძველია.- 7. უილიამ შექსპირი (1564-1616) -საშიშია ხელისუფლება რომელიც სიმართლესთან კონფლიქტშია.– 8. ჯონ მილტონი (1608-1674) -ხალხი შეშლილია თუ ის მთელ თავის იმედებს ერთ ადამიანზე ამყარებს საზოგადოების საერთო კეთილდღეობისათვის.– 9. ვოლტერი (1694-1778) -კანონები რომლებიც სიმდიდრის სამართლიან განაწილებას ეხება, ხშირად მომზადებულია ისე ცუდად როგორც ვალზე მიჯაჭვული მმართველობის რესურსები.- 10. ლუდვიგ ფოიერბახი (1804-1872) -არსებობს არა მხოლოდ ერთეული და ინდივიდუალური ეგოიზმი, არამედ სოციალური, ოჯახური, კორპორაციული, საერთო და პატრიოტული ეგოიზმი.– 11. აბრაამ ლინკოლნი (1809-1865) –ვინც უარყოფს სხვის თავისუფლებას, თვითონ არ იმსახურებს იგი ამ თავისუფლებას.– -ზოგჯერ შესაძლებელია ხალხის გასულელება, მაგრამ რაღაც დროის მანძილზე. მაგრამ არ შეიძლება მუდამ გაასულელო მთელი ხალხი.– 12. ფრიდრიხ ენგელსი (1820-1895) -იქმნება განსაკუთრებული კანონები წმინდანთა და ჩინოვნიკების ხელშეუხებლობისათვის.– 13. ვ.ი. ლენინი (1870-1924) -რელიგია ხალხის ოპიუმია.– 14. ბენიტო მუსოლინი (1883-1945) - ყველა ერს ექნება საკუთარი “ფაშიზმი", “ფაშიზმი, " რომელიც ადაპტირებულია განსაზღვრული ნაციის სპეციფიური გარემოებებით.- 15. ადოლფ ჰიტლერი (1889-1945) -უნდა არსებობდეს ერთი ნება და ამ ნებამ უნდა მართოს.- 3670 7-ს მოსწონს
|